13 მარტი, 2019

სვანეთი ეპიდემიის საშიშროების წინაშეა

სვანეთი ეპიდემიის საშიშროების წინაშეასვანეთი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ეპიდემიის საშიშროების წინაშეა.

ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ავრცელებს:

“უშგულთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხშირად ვწერ ხოლმე და ასეთ ტურისტულ ადგილას, როგორიც უშგულია “ნაგავი” მდინარეში არ უნდა იყრებოდეს. ტურისტული ნაკადის მატებასთან ერთად თავისთვისთავად ნაგავმაც იმატა.

კარგი იქნება თუ რომელიმე კომპანია დაინტერესდება ამ საკითხით. ადგილობრივები სიამოვნებით გადავიხდით ნაგვის ფულს, თუ ეს პრობლემა მოიხსნება. (მე ვისთანაც ვისაუბრე ამ საკითხზე დამეთანხმნენ).

სოფლის ცენტრში რამოდენიმე ნაგვის ურნა დგას, რომელიც ხან ერთ დღეში, ხან კი ერთ საათში ივსება და, სამწუხაროდ, კვირაში ერთხელ იცლება.

ეპიდემიის საშიშროების წინაშე დგას სვანეთი!!!
სხვა სოფლებში რა ხდება მაინტერესებს, ან მესტიაში???
იქაც ენგურს მიაქვს ნაგავი?!”