12 აგვისტო, 2019

მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნა

მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნარეჟისორ მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნა თითოეულ ჩვენთაგანს ეხება:

“გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს.
ინფორმაციებს ეტაპოვრივად გაგიზიარებთ და თქვენც გააზიარეთ.
სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ.
უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ.
თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რითიც ჩვენ ვამაყობთ და რის გამოც ათი ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში…
თვალწინ გვენგრევა ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია.
მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი, რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია…

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ვისაც კი ჩვენი სამშობლო შეგტკივათ, დაგვიდექით გვერდში!
22.06.2017 ჩარკვიანების კოშკი
28.07.2019 ჩარქსელიანების კოშკი

კოშკებს ერთი კოშკი დააკლდათ სათვალავში… უშგულში ერთი კოშკი წაიქცა.
12 საუკუნეს გაუძლო. მეტს ვერა…
დღეს ერთი კოშკი დააკლდა უშგულს, სვანეთს და ჩვენ ყველას!
განსაკუთრებით დამენანა. ეს ტყუპისცალი კოშკი…
მე სულ ვამბობ, რომ დღეს სჭირდება უშგულს დახმარება. ხვალ გვიანია! გულში რაღაც ჩამწყდა…
აისზე, როგორც სხვა კოშკები, თითქოს მხნედ იყო. დაისს ვერ გაუძლო. დაისზე წაიქცა…

და ვინ იცის, როგორ ტირიან სხვა კოშკები…
როგორ…
ისინი ხომ თორმეტი საუკუნე მოდიან ერთად…
თორმეტი საუკუნე დგანან ერთმანეთის გვერდში…
თორმეტი საუკუნე უყვართ ერთმანეთი…
თორმეტი საუკუნე ინახავდნენ უშგულის ისტორიას…
და ეხლა სხვა კოშკებიც შეშინდნენ…
უფრო შეშინდნენ…
მე კიდევ დღეს კოშკებს ვხატავდი…
თავი დამნაშავედ ვიგრძენი…
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უშგულს გული მოაჭრეს…”