19 დეკემბერი, 2018

“ოსკარის” მოკლე ნუსხა ცნობილია

"ოსკარის" მოკლე ნუსხა ცნობილიაოსკარების რიგით 91-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მომავალი წლის 24 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.

მანამდე კი ორგანიზატორებმა 9 ნომინაციაში საუკეთესოებად მიჩნეული ნამუშევრების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნეს.

სამწუხაროდ, მოკლე ნუსხაში ვერ მოხვდა საქართველოს მიერ წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე”.

ინფორმაცია ფილმ “დედეს” რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა:

“სამწუხაროდ, წელს საქართველო ოსკარზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ მოხვდა აზიური ოსკარის ნომინანტი ხუთი ფილმი Ayka, Capernaum, Burning, Shoplifters და დოკუმენტური ფილმი Of fathers and sons!

გასაოცარია და საქართველოდან ოსკარზე საბრძოლველად არ გააგზავნეს აზიური ოსკარის მფლობელი ფილმი “დედე”.

რატომ?
რატომ!

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ფილმიდან მხოლოდ ორს აქვს აზიური ოსკარი აღებული.

საქართველოდან წარდგენის შანსი არ ეკუთვნოდა “დედე”-ს?
გული მწყდება, რომ ამხელა შანსი დავკარგეთ…”