26 აგვისტო, 2019

მარიამ ხაჭვანის განცხადება: “იცოდეთ სიმართლე!”

მარიამ ხაჭვანის განცხადება: "იცოდეთ სიმართლე!"რეჟისორ მარიამ ხაჭვანის განცხადებები ყოველთვის მის მშობლიურ სვანეთთან და იქ არსებულ უნიკალურ ღირსშესანიშნაობებთან არის დაკავშირებული:

“უშგულის მოსახლეობამ ხალხს დავანახეთ სიმართლე.

ძეგლთა დაცვის სააგენტომ, უშგლის-ჩაჟეშის უბნის, ძეგლების არქიტექტურა გაგვიბანძა და დაგვიმახინჯა.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ძეგლები საუკუნეებს უძლებს, ეხლა კი, დამთვალიერებელი რომ მიიყვანო ძეგლთან ახლოს, ან მორი მოხვდება თავში, ან ქვა!

სამწუხაროდ, მუზეუმშიც კი ჩადის წყალი და რაზე უნდა გელაპარაკოთ საერთოდ!

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენს შემდეგ თაობებს უშგულში მარტო მთები რომ არ დახვდეს!
ძეგლთა დაცვის სააგენტოს ვეკითხები, ჩვენ რომ არ ამოგვეღო ხმა, როდემდე აპირებდით ამ ყველაფრის მიჩქმალვას და ადგილობრივებისთვის გადაბრალებას?

სად არიან ეხლა თქვენი სპეციალისტები ელემენტარული ა, ბ, გ , დ რომ იციან არქიტექტურაში!

იცოდეთ სიმართლე!”