15 აგვისტო, 2019

მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს

მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნარეჟისორ მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს იმ მაჩუბებთან დაკავშირებითაა, რომლებსაც ნიკა ანთიძის უწყებამ რეაბილიტაცია ჩაუტარა:

“ერთ სურათზე ვხედავთ, ათი საუკუნის წინ გადახურულ მაჩუბს, მართალია, მორები თითქმის დამპალია, მაგრამ მაინც ჩანს, რა სიხშირით და რა სისქის დევს, ასევე ჩანს ქვის ფილების სისქეც.

მეორე სურათზე არის სააგენტოს მიერ, ასანთის ღერებით გამაგრებული მაჩუბი, შიგნით რა უსუსურია, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

რესტავრირებულ მაჩუბებზე და კოშკებზე, ქვის ფილები ისეთი თხელია, ყველა წვიმის და ნიავის დროსაც კი დაბლა ცვივა, აღარაა საუბარი თოვლზე, თავისთავად წყალი ჩადის ყველგან.

ასე რომ, როგორც უშგულის სხვა უბნებში, ჩაჟეშში გადაადგილებაც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის, ვინმეს თავში რომ არ მოხვდეს რესტავრირებულ კოშკ-მაჩუბებიდან ქვები.

ვხედავთ კოშკს, რომლის სახურავიც რესტავრაციის შემდეგ ერთ წელშივე ჩაინგრა.

ეს ,A,B,C,D,E,G და N გეგმები დაიტოვონ მათთვის, თუ უშგულის დანარჩენ სამ უბანზეც ასე აპირებენ რესტავრაციის გაკეთებას.

აგერ ჩანს ფოტოებზე ყველაფერი, როგორ უპასუხისმგებლოდ აკეთებენ! სად მიდის მილიონები!
თქვენ შეაფასეთ…

მუზეუმშიც კი, სამ ადგილას ჩადის წყალი!

ნუ ატყუებთ ხალხს და სპონსორებს, იცოდნენ სიმართლე, დანარჩენ ფოტოებსაც მოგაწვდით!

სააგენტო თვლის, რომ მოსახლეობა 7 თვე ნიჩბებით უნდა ათენებდეს კოშკებზე და ჰაერშივე იჭერდეს თოვლს, სხვანაირად ეს უსუსური არსებები ვერ გადარჩება.

P.S. უშგულის მოსახლეობა კვირის ბოლომდე მთავრობის პირველ პირებთან შეხვედრას ელოდებიან, სააგენტოს წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.
ყველამ იცოდეთ სიმართლე!
დადექით სიმართლის მხარეზე!
გააკეთეთ ხარისხიანად!
ნუ გვაყრით ნაცარს თვალებში!

მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს

მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს

მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს