ჭდე: კოტე მარჯანიშვილი

დათო ლიკლიკაძე: “არაფერს გამადლით, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ…”

დათო ლიკლიკაძე: "არაფერს გამადლით, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ..."

– მოკლედ, კი არაფერს გამადლით, ღმერთმა დამიფაროს, საკუთარ ქვეყანას არ ამადლიან, მით უფრო საკუთარ დედაქალაქს, მაგრამ ცოტა ტ..კი დავაყენოთ, როდესაც ქუთაისზე იტყვით: „რად უნდა ამ ქალაქს პარლამენტი“… – ამბობს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე: “თქვენზე ადრე გვქონდა „პარლამენტი“ და თქვენზე ადრე გვქონდა დედაქალაქის სტატუსი, ვიდრე არაბთა ბატონობის ქვეშ იყავით და ქუთაისში გამეფებულმა კაცმა არ გაანთავისუფლა თბილისი. მას […]

უშანგი ჩხეიძე – მოვლენა ქართულ თეატრში

უშანგი ჩხეიძე - მოვლენა ქართულ თეატრში

უშანგი ჩხეიძე ნამდვილად მოვლენა იყო ქართულ თეატრში. მხოლოდ მან შეძლო კარიერის დასაწყისში, 25 წლის ასაკში ოტელოს თამაში და თანაც ისე, რომ კოტე მარჯანიშვილმა აღტაცება ვერ დამალა: “ჩემო უშანგ, ჰამლეტი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც მჯერა გაივლი, როგორც შემომქმედი.” თეატრით უშანგი ჩხეიძე პატარაობიდანვე დაინტერესდა. პირველი, ვინც მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ვალერიან შალიკაშვილი იყო. მსახიობმა თავიდანვე […]

პეტრე ოცხელი – მხატვარი გენიალური შემოქმედებითი გზით

პეტრე ოცხელი - მხატვარი გენიალური შემოქმედებითი გზით

„სიკვდილი არ არსებობს! სიკვდილი სულელური სიტყვაა! სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება სიკვდილზე, ანუ სამარადისო დავიწყებაზე!“ – ასე ამბობდა რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი პეტრე ოცხელზე. კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლი, რომელიც პეტრე ოცხელის შემოქმედებას მიეძღვნა. ვიდეორგოლში გამოყენებულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო […]

სესილია თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილზე

სესილია თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილზე

ხშირად გაიგებთ, რომ კოტე მარჯანიშვილმა ქართულ თეატრში ეპოქა შექმნა და ეს სრული ჭეშმარიტებაა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართული თეატრი სულ სხვა ეტაპზე გადავიდა. სესილია თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილთან მუშაობას ასე იხსენებდა: “მარჯანიშვილს სასტიკად არ უყვარდა, როდესაც გენერალური რეპეტიცია კარგად მიდიოდა, როგორც კი შეატყობდა, რომ რეპეტიცია კარგად დაიწყო, ის ხდებოდა მოუსვენარი, მოძრავი, ნერვიული, უმიზეზოდ დაიწყებდა ღელვას, ხან უდანაშაულო […]

კოტე მარჯანიშვილი: “თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია”

კოტე მარჯანიშვილი

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საბედნიეროდ, ქართულ თეატრში ბევრი გამორჩეული რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, სცენარისტი, კომპოზიტორი, სცენის მუშა თუ გამნათებელი მოღვაწეობდა. “არტინფო” კოტე მარჯანიშვილის თეატრისადმი დამოკიდებულებას გაგაცნობთ: თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად “ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ.” “თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, […]

“პეტრე ოცხელმა დრო დაამარცხა! ოცხელი უკვდავია!”

მხატვარი პეტრე ოცხელი სრულიად ახალგაზრდა 37 წლის რეპრესიებს შეეწირა, თუმცა მან მოასწრო და ისეთი შემოქმედება დატოვა, რომელმაც დროს გაუსწრო. ხელოვნების სასახლის წარმომადგენელი თამთა გრძელიშვილი პეტრე ოცხელთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს: “ერთხელ მუზეუმში უცხოელი სტუმრები გვეწვივნენ – წყვილი და პატარა გოგო, რომელიც მშობლებს ჩამოშორდა, ოცხელის ნამუშევრებთან გაჩერდა – აი, ბეტმენი, ეს ხომ ბეტმენია! – მაჩვენებდა “ფრთოსან […]

ქართული კულტურის ესპანური აღიარება

მადრიდში დიდი ესპანელი დრამატურგის, მწერალისა და ნოველისტის ლოპე დე ვეგასადმი მიძღვნილი გამოფენა ქართული ექსპოზიციით გაიხსნა, რომელიც ლოპე დე ვეგას ნაწარმოებების თეატრალურ ისტორიას ეძღვნება. გამოფენა იმ ქართული ექსპონატებით იწყება, რომელთა ასლები ესპანელმა ორგანიზატორებმა საქართველოს ხელოვნების სასახლისაგან მიიღეს. აქ გამოფენილია კოტე მარჯანიშვილის, სიდამონ ერისთავისა და ალექსანდრე იმედაშვილის პორტრეტები, ასევე წარმოდგენილია სპექტაკლ “ცხვრის წყარო”-ს ქართული აფიშები და ესკიზები. მუზეუმის საექსპოზიციო […]

რატომ მიატოვა ელენე ახვლედიანი კოტე მარჯანიშვილმა?

უბედური შემთხვევა ელენე ახვლედიანის შთამომავლებში

ელენე ახვლედიანის ხსენებისას უმრავლესობას მის მიერ შესრულებული თბილისის, თელავისა თუ სიღნაღის მყუდრო ხედები აგონდება. ეს არის მხატვარი, რომლის მიმართ ცოტა თუ აღმოჩნდება გულგრილი. თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი მოღვაწეობა თეატრში. რომელიც 1927 წელს კოტე მარჯანიშვილის წყალობით დაიწყო. როდესაც პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის გამოფენა რეჟისორმა იხილა, გადაწყვიტა თავისთან სამუშაოდ ქუთაისში მიეწვია. ელენესთვის ეს შემოთავაზება მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე […]

რას წერდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილზე?

ვერიკო ანჯაფარიძე იმ ქართველ მსახიობთა რიგს მიეკუთვნება, ვინც გამორჩეულად უყვარს ქართულ საზოგადოებას. მსახიობს კოტე მარჯანიშვილთან მოუწია მუშაობა. ის არასდროს მალავდა, რომ ასეთი რეჟისორები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და მათთან ერთად თეატრში ყოფნა დიდი ჯილდოა. აი, რას წერდა ვერიკო ანჯაფარიძე კოტე მარჯანიშვილზე: “ნამდვილი დრამატიზმი, ჭეშმარიტი თეატრალობა, რომელიც გამოხატავს ჩვენს ცხოვრებაში იდეებისა და ხასიათების შეჯახებას, ცოცხალი ისტორიის დაძაბული […]

სესილია თაყაიშვილის წერილი მომავალ მსახიობებს

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის სესილია თაყაიშვილის გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ მისმა ინდივიდუალურობამ გამოიწვია ის, რომ მისი პერსონაჟები მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა. მსახიობი ყოველთვის დიდი სიხარულით აღნიშნავდა, რომ კოტე მარჯანიშვილთან მუშაობა, როგორც მსახიობისთვის, მისთვის გამორჩეული იყო და რეჟისორისგან ბევრი რამ ისწავლა. „არტინფო“ გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის ერთ-ერთ წერილს, რომელშიც ის კოტე მარჯანიშვილის თვალით დანახულ მსახიობზე […]