23 მარტი, 2021

ვანდალიზმი კოტე მარჯანიშვილთან დაკავშირებით

რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მიმართ ყველაზე ამოუცნობი ქმედება გიორგი ბაბუნაშვილისთვის ხელოვანის სახელობის მეტროსადგურში მისივე ფრაზის დემონტაჟია:

“ბოლო 30 წელიწადში თბილისის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტებიდან, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობია კოტე მარჯანიშვილის ციტატის დემონტაჟი: “ხელოვნების მიზანი უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.

ნეტა გამაგებინა, რა მოტივაცია ამოძრავებდა მას, ვინ ამ წარწერის ჩამოხსნის განკარგულება გასცა.”