3 დეკემბერი, 2023

კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შავგულიძის ამბავი

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ უნიჭიერესი მსახიობი გიორგი შავგულიძე  გენიალურმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა – შემთხვევით, მდინარეში ყვინთვის დროს შეამჩნია და თბილისში რომ გადმოვიდა სამუშაოდ, გიორგიც თან წამოიყვანა. როგორც მათი კოლეგები ყვებოდნენ, კოტე მარჯანიშვილს გიორგი შავგულიძე  ძალიან უყვარდა.

სწორედ თბილისში ჩამოსულმა გაიცნო ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი ლიზა ვაჩნაძე, რომელიც ძალიან შეუყვარდა.

ერთ-ერთ სპექტაკლში ქალების როლებს ასრულებდნენ ლიზა ვაჩნაძე და კოტე მარჯანიშვილის მიუღლე, ელენე ვაჩნაძე… ორივეს ერთნაირი კაბები ეცვა, გიორგის შეეშალა, უკნიდან მიეპარა და ლიზას ნაცვლად ელენეს და მოეხვია.

საღამოს კოტემ ის დაიბარა. გიორგი დარცხვენილი იდგა მის წინაშე. კოტემ კი გაიღიმა და უთხრა: „რა იყო, ბიჭო, ვინც კი ვაჩნაძეა ყველა შენი გგონია?! ცოტაც მაცალე, მოსკოვში ვარ წასასვლელი, იქიდან რომ დავბრუნდები, დიდ ქორწილს გადაგიხდითო.“

სამწუხაროდ, რეჟისორმა პირობის შესრულება ვერ შეძლო… კოტე მარჯანიშვილი მოსკოვიდან აღარ დაბრუნებულა…”