ჭდე: იუბილე

მოულოდნელი სიურპრიზი ”სუხიშვილებს”

ანსამბლმა ”სუხიშვილები” დაარსებიდან 70 წლის იუბილეზე მთელი გასული წლის განმავლობაში უწყვეტი საკონცერტო სერია გამართა. საქართველოს რეგიონებსა თუ უცხოეთში მოცეკვავეებმა ათეულობით კონცერტი ჩაატარეს. მსოფლიო ტურნედან დაბრუნებულმა დასმა ”სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს და მოცეკვავეებს მოულოდნელი სიურპრიზები მოუმზადეს. დეველოპერულმა კომპანია ”სვეტმა“ ანსამბლის 19 წევრს საჩუქრად საცხოვრებელი ბინები გადასცა. 22 და 23 იანვარს დიდ საკონცერტო […]

ჯემალ ჭკუასელი იუბილეს კონცერტით აღნიშნავს

ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი იუბილარია. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 17 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზში სპეციალური კონცერტი გაიმართება. 2015 წელი “ერისიონის” საიუბილეო წელიცაა. ანსაბლი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომაც ჯემალ ჭკუასელისა და “ერისიონის” იუბილე სპეციალური კონცერტით აღინიშნება. „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით წარდგება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება და […]

უმნიშვნელოვანესი ეტაპები გივი ბერიკაშვილის ცხოვრებაში

თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი და მისი როლები ქართველი მაყურებლისთვის გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის ცხოვრება თითქმის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, არსებობს ეტაპები, რომლებიც მსახიობისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ”არტინფო” გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს მსახიობის ცხოვრებიდან. *** ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობა. ამ სცენაზე დავბერდი. ძალიან ძვირფასი ადგილია ეს თეატრი. 11 წელი მქონდა პაუზა და მერე […]

LOUDspeakers 5 წლისაა

ჯგუფი LOUDspeakers 5 წლის იუბილეს ზეიმობს. მუსიკოსები, რომლებმაც ამ მოკლე ხანში თაყვანისმცემელთა მთელი არმია გაიჩინეს, პირველ მაისს იუბილეს კონცერტით და სადებუიტო ალბომის პრეზენტაციით აღნიშნავენ. თბილისი ივენთ ჰოლში იუბილარი ჯგუფის კონცერტი ჩატარდება, სადაც შედგება მათი სადებიუტო ალბომისა და ახალი პროექტის Lighthouse პრეზენტაცია. “ხანმოკლე შესვენების შემდეგ გიბრუნდებით ძალიან ბევრი სიახლით. ჩვენი პირველი ლაივიდან 5 წელი გავიდა, ასე რომ […]

გიორგი ცაბაძის საიუბილეო საღამო ჩაიშალა

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ცაბაძის საიუბილეო საღამო ჩაიშალა. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს კახა ცაბაძეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიუვიდა ოფიციალური წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ “საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის” გადაწყვეტილებით, მის მიერ შეტანილი პროექტი “გიორგი ცაბაძე 90” არ არის მხარდაჭერილი. ამასთან დაკავშირებით კახა ცაბაძე აცხადებს: “საიუბილეო საღამოზე იგეგმებოდა […]

ჯემალ ღაღანიძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

რუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 60 წელია ამ თეატრში მუშაობს. ამაყობს, რომ არასრდოს ჰყოლია დუბლიორი და ლეგენდარულ ”კავკასიურ ცარცის წრეში” ყველა სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. მსახიობი განვლილი ცხოვრების საინტერესო ისტორიებს იხსენებს. *** ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში. რაც ჩაფიქრებული მქონდა ახალგაზრდობაში, ის განვახორციელე. საშუალო სკოლაში თითქმის მეშვიდე კლასიდან ჩაფიქრებული მქონდა და ჩემი ოცნება იყო მსახიობი გავმხადრიყავი. ისე […]

დათო ევგენიძე იუბილეს რუსთაველის თეატრში აღნიშნავს

კომპოზიტორი დათო ევგენიძე საიუბილეო კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავს. „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ – ასე ეწოდება საღამოს, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. კონცერტი-პერფორმანსი ასახავს ახალი საუკუნის მოსვლას. მასში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრი, დაწყებული უძველესი საგალობლებით, კლასიკური ჰარმონიებით, ჯაზის რიტმული ჟღერადობითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომებით, რაც ხაზს უსვამს არჩევანის თავისუფლებას მუსიკაში. ლუციფერულ სამყაროში […]

მერაბ კოკოჩაშვილი ხელოვნების ქურუმია

სახალხო არტისტი და ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნების ქურუმი გადასცა. რეჟისორის საიუბილეო საღამო კინოს სახლში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები, მსახიობები, მეგობრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. მართალია მსახიობს საიუბილეო თარიღი 21 მარტს შეუსრულდა, მაგრამ მისი აღნიშვნა მოგვიანებით დაიგეგმა. კულტურს მინისტრმა მერაბ კოკოჩაშვილი სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული […]

ოთარ ტატიშვილი იუბილარია

12 აპრილს კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი იუბილარია. მას 60 წელი შეუსრულდა. კომპოზიტორი, რომელიც 200-მდე სიმღერის ავტორია, თავის იუბილეს ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში საგანგებო კონცერტით აღნიშნავს. 19 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც ოთარ ტატიშვილის ნაწარმოებებს ცნობილი მომღერლები შეასრულებენ. ოთარ ტატიშვილის სიმღერები, რომელთა უმეტესობაც ჰიტია, მსმენელში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„სუხიშვილები“ იუბილეს კონცერტებით აღნიშნავს

ანსამბლი “სუხიშვილები” იუბილარია. წელს მისი დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, “სუხიშვილები” საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კონცერტების ჩატარებას აპირებს. პირველი კონცერტი ანსამბლმა უკვე გამართა გორში. სიმბოლურად ეს საღამო ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. მოცეკვავეებმა გორის დრამატულ თეატრში ორგანყოფილებიანი შერეული პროგრამა წარმოადგინეს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელები აცხადებენ, მათი წარმატების საიდუმლო იმ პრიორიტეტების ერთგულებაა, რაც […]