17 მაისი, 2015

ჯემალ ჭკუასელი იუბილეს კონცერტით აღნიშნავს

1jemalანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი იუბილარია. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 17 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზში სპეციალური კონცერტი გაიმართება.

2015 წელი “ერისიონის” საიუბილეო წელიცაა. ანსაბლი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომაც ჯემალ ჭკუასელისა და “ერისიონის” იუბილე სპეციალური კონცერტით აღინიშნება.

„ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით წარდგება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება და „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს – ხელოვნების ქურუმს გადასცემს.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის ინიციატივით, „ერისიონი“იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით, დიდ და პატარა ქალაქებში კონცერტებს მართავს. „ერისიონის“ საიუბილეო წელი ქართველ მაყურებელს ეძღვნება.