15 აპრილი, 2015

მერაბ კოკოჩაშვილი ხელოვნების ქურუმია

1kokochaსახალხო არტისტი და ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნების ქურუმი გადასცა.

რეჟისორის საიუბილეო საღამო კინოს სახლში გაიმართა, რომელსაც მისი კოლეგები, მსახიობები, მეგობრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. მართალია მსახიობს საიუბილეო თარიღი 21 მარტს შეუსრულდა, მაგრამ მისი აღნიშვნა მოგვიანებით დაიგეგმა.

კულტურს მინისტრმა მერაბ კოკოჩაშვილი სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა.