20 იანვარი, 2016

მოულოდნელი სიურპრიზი ”სუხიშვილებს”

1suxishviliანსამბლმა ”სუხიშვილები” დაარსებიდან 70 წლის იუბილეზე მთელი გასული წლის განმავლობაში უწყვეტი საკონცერტო სერია გამართა. საქართველოს რეგიონებსა თუ უცხოეთში მოცეკვავეებმა ათეულობით კონცერტი ჩაატარეს.

მსოფლიო ტურნედან დაბრუნებულმა დასმა ”სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს და მოცეკვავეებს მოულოდნელი სიურპრიზები მოუმზადეს.

დეველოპერულმა კომპანია ”სვეტმა“ ანსამბლის 19 წევრს საჩუქრად საცხოვრებელი ბინები გადასცა.

22 და 23 იანვარს დიდ საკონცერტო დარბაზში კიდევ ორი კონცერტი გაიმართება. კონცერტებიდან შემოსული თანხით ანსამბლის ხელმძღვანელობა იმ მოცეკვავეებს დაეხმარება, რომლებიც ”სუხიშვილებში” წლების განამვლობაში ცეკვავდნენ და ახლა მათი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.