5 აპრილი, 2015

„სუხიშვილები“ იუბილეს კონცერტებით აღნიშნავს

1suxანსამბლი “სუხიშვილები” იუბილარია. წელს მისი დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, “სუხიშვილები” საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კონცერტების ჩატარებას აპირებს.

პირველი კონცერტი ანსამბლმა უკვე გამართა გორში. სიმბოლურად ეს საღამო ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. მოცეკვავეებმა გორის დრამატულ თეატრში ორგანყოფილებიანი შერეული პროგრამა წარმოადგინეს.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელები აცხადებენ, მათი წარმატების საიდუმლო იმ პრიორიტეტების ერთგულებაა, რაც მათმა ბებიამ და ბაბუამ 70 წლის წინ შექმნეს და მთელი სიცოცხლე მის განვითარებას შეალიეს. ამას ისიც ემატება, რომ 70 წლის განმავლობაში ანსამბლში თაობებთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა.