1 მაისი, 2015

LOUDspeakers 5 წლისაა

1laudspeakersi-5-wlisaaჯგუფი LOUDspeakers 5 წლის იუბილეს ზეიმობს. მუსიკოსები, რომლებმაც ამ მოკლე ხანში თაყვანისმცემელთა მთელი არმია გაიჩინეს, პირველ მაისს იუბილეს კონცერტით და სადებუიტო ალბომის პრეზენტაციით აღნიშნავენ.

თბილისი ივენთ ჰოლში იუბილარი ჯგუფის კონცერტი ჩატარდება, სადაც შედგება მათი სადებიუტო ალბომისა და ახალი პროექტის Lighthouse პრეზენტაცია.

“ხანმოკლე შესვენების შემდეგ გიბრუნდებით ძალიან ბევრი სიახლით. ჩვენი პირველი ლაივიდან 5 წელი გავიდა, ასე რომ აღინიშნება ეს მნიშვნელოვანი თარიღიც. კონცერტზე იქნება ბევრი სიახლე, როგორც მუსიკალურ, ასევე, სასცენო-ვიზუალურ ნაწილში. ეს იქნება ყველაზე დიდი მასშტაბის კონცერტი, რომელიც აქამდე გაგვიმართავს. იყავით ჩვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან დღეს,” – მოუწოდებენ თავის ერთგულ მსმენელს ჯგუფის წევრები.

LOUDspeakers-ის საიუბილეო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 15-20 ლარია. 20 ლარიან ბილეთს საჩუქრად ალბომიც მოყვება.