გელა დაიაური

სიმართლე მუცოს რეაბილიტაციაზე გელა დაიაურისგან

ხმა მიეცით მუცოს!

პოეტი გელა დაიაური მუცოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სიმართლეს ავრცელებს: “როგორც ვარკვევ, მუცოს რეაბილიტაცია დასრულებული მიაჩნიათ ამ საქმის მესვეურებს…. და საზოგადოებასაც მსგავს ინფორმაციას აწვდიან. დეტალებს კიდევ გავარკვევ, ქალაქში რომ ჩამოვალ, არ მინდა, ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდეს (ნეტა, აღმოჩნდეს). საზოგადოებასაც ვეტყვი, რომ მთლიანი კომპლექსის დაახლოებით მეხუთედი აღსადგენია. ვიცი, რა თანხაც დაიხარჯა. არ გავჩერდები, სანამ ბოლომდე, სრული სახით არ აღსდგება […]

გელა დაიაურის ძალიან საყურადღებო წერილი

გელა დაიაურის განსაკუთრებული თხოვნა

პოეტი გელა დაიაური თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყურადღებო წერილს აქვეყნებს: “რასაც აქ წაიკითხავთ, თქვენზე არ ვწერ მარტო, ჩემზეც ვწერ: შობის მარხვა 7 იანვარს გადის და ჩვენ არასამარხვო სუფრებს ვშლით ოჯახებში… ჩვენს გულებში სიყვარულისთვის (ანუ უფლისთვის) ადგილი აღარ დავტოვეთ. აგვიყოლია “თანამედროვე” ცხოვრების ორომტრიალმა და “თავისუფლებამ”. სირცხვილად აღარაფერი ითვლება. ეს არის ჩვენი “თავისუფლება”. გაბატონდა შური, სიძულვილი, ამპარტავნება, “საგანთმოყვარეობა” […]

გელა დაიაურის უმორჩილესი თხოვნა

გელა დაიაურის სამი სევდა და სამი ტკივილი

პოეტი გელა დაიაური საზოგადოებას უმორჩილესი თხოვნით მიმართავს: “მეგობრებო, დებო და ძმებო, ძალიან გთხოვთ ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ გაატარებთ: უნიჭიერეს და უკეთილშობილეს ადამიანს და ხელოვანს, მადონა ნიკოლეიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული და მძიმეა. რამდენიმე წლის წინ დაკარგა ცალი თირკმელი. გასული წლის დეკემბერში მეორე თირკმელი ამოკვეთეს. ამ ეტაპზე დიალეზზე იმყოფება, მაგრამ მისი ფიზიკური და […]

გელა დაიაური ტარიელ ხარხელაურზე

გელა დაიაურის მიძღვნა დედას

პოეტი გელა დაიაური მის უფროს კოლეგას ტარიელ ხარხელაურს ბუმბერაზე ადამიანს უწოდებს და მის მიმართ აგორებულ კრიტიკას ეხმაურება: “არ ვიცი, რამდენად დალაგებულად დავწერ იმას, რისი თქმაც მინდა: დღეს რატომაც ვისჯებით, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთსიძულვილის, შურის, გაუტანლობის, ბოღმის ბრალია… თუმცა მაინც რომ ვერ ვსწავლობთ ჭკუას, ფაქტია. ტარიელ ხარხელაურის ეპოქაში რომ გვიწევს ცხოვრება, ვფიქრობ, მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს… ეს […]

გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილზე

გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილზე

პოეტი გელა დაიაური მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე ყოველთვის განსაკუთრებულ წერილებს წერს, თუმცა ამჯერად მისი წერილი კიდევ უფრო ემოციურია: “ნინოობას და დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო… ჩემი სათქმელი თქვა თითქოს ამ ჩემთვის უცნობმა და ნიჭიერმა ადამიანმა და მისი სიტყვებით მოგეფერები: “ხანდახან, როცა მონატრებისგან ახმაურებული ბგერები სიჩუმეს ხატავენ, შენზე ვფიქრობ” მიყვარხარ, ისე ჩამესმის, თითქოს ახლა აქ იყო და […]

გელა დაიაურის გამორჩეული მიძღვნა თეონა ქუმსიაშვილს

გელა დაიაურის გამორჩეული მიძღვნა თეონა ქუმსიაშვილს

პოეტ გელა დაიაურის შემოქმედება უმეტესად მის მეუღლეს, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს ეძღვნება, რომელიც შვილებთან ერთად ტრაგიკულად გარდაიცვალა. გელა დაიაური: ” – რა კარგია ერთმანეთს რომ ვყავართ! შენ უბრალოდ წარმოიდგინე: მე არ ვარ, შენ ზიხარ მარტო და არავინაა ისეთი, რომ დაელაპარაკო. – შენ სად ხარ? – მე არ ვარ. – ასე არ ხდება… – მეც ასე ვფიქრობ, […]

გელა დაიაურის მიძღვნა დედას

გელა დაიაურის მიძღვნა დედას

პოეტ გელა დაიაურის მიძღვნა დედას თავისი იუბილესთვის გამორჩეული საჩუქარია. პოეტმა გადაწყვიტა საკუთარ დაბადების დღეზე ლექსი ძვირფასი მშობლისთვის დაეწერა: “დე… დღეს გამაჩინე, დღეს გატკინე და გამახსენდი, ალბათ არწივის უმწეო შვილს დაცემით ვგავდი, გადატყავებულ მუხლისთავებს კი არა, დედი, სისხლიან სულებს გვიკოცნიდი და ცრემლით გვბანდი. ამ ყოიშ გზაზე საგზალი მაქვს, კვლავ, ჩასადები, დედი, ადგილი ვეღარ ვნახე, რომ დამესვენა, […]

საზოგადოების კრიტიკა გელა დაიაურს

საზოგადოების კრიტიკა გელა დაიაურს

პოეტ გელა დაიაურს საზოგადოების კრიტიკა ხვდა წილად. ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში დადებული ფოტო გახდა: “ვცდილობდი, პასუხი არ გამეცა ჩემს ხუმრობით დადებული სურათზე აგორებული ამბებისთვის.. ახლა კი მოგმართავთ “კლავიატურის” საქართველოვ, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა გიწოდათ. მეთერთმეტე დღეა აქციაზე დავდივარ… გაარკვიეთ და იკითხეთ, სად ვმუშაობ.. რას ვაკეთებ.. ვის ვეჭიდავები… ცალი თვალიდან მხედველობა არ მაქვს და […]

გელა დაიაური – სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს

გელა დაიაური - სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს

”სადაც ვარ, გმირთა ხმა მომდევს, ვით შერჩენილი ეტრატს იგავი, ცოცხალი კაცი ორჯერ არ მოკვდე, ერთხელ სიკვდილის ღირსი იყავი. ცუდს ცა და მიწა ოდითგან გმობდა, ავი მარცხდება კარგთან ბრძოლაში, კაცი ის არის, ვინც უკვე მოკვდა და მაინც ცოცხლობს ხალხის ხსოვნაში. მგლის მუხლი უნდა გამოიყოლო, სინდისი უნდა გეცვას სამოსად, ამ ქვეყნად ისე უნდა იცოცხლო, რომ შენი მოსვლა […]

გელა დაიაურის განსაკუთრებული თხოვნა

გელა დაიაურის განსაკუთრებული თხოვნა

– შენით და შენს გამო მინდა ვუთხრა ყველას, დედამიწას და ადამიანებს: – თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს, ოღონდ ისე, როგორც მე შენ მიყვარხარ, – ასე მიმართავს პოეტი გელა დაიაური ტრაგიკულად გარდაცვლილ მეუღლეს, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს და თავისი მოგონებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს: “ოჯახი… მამაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, ბებია თურმე ეტყოდა ბავშვებს, ნუ ხმაურობთ, ანგელოზები […]