მუცოელი პოეტი გელა დაიაური თავის ერთგულ მკითხველს საოცარ წერილს სთავაზობს:
,,გამოუსვლელი და გამოსული მთაში თივას ერქვა…. გამოსული გამომშრალი ბალახი იყო და გამოუსვლელი დაუმწიფებელი, მწვანე…
ბარში ჩავედი და იქ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ სიტყვას… “ტო”-ს თუ ხმარობდი. … მოკლედ მიხვდებით. .
…. და გამიკვირდა.
სანადიროში, მუშაში (ნადში) კაცები საუბრისას ცუდ, უპატიურ სიტყვებს გვერდს ვუვლიდით და ისე ვყვებოდით იუმორისტულ ამბებს…. (ცუდი სიტყვის თქმა უჯიშოობას ნიშნავდა)….
უნივერსიტეტის ეზოში გოგო-ბიჭები ერთად იდგნენ და ისეთ სიტყვებს ამბობდნენ, მე თივასავით გამოუსვლელს შემრცხვა და გავერიდე. …
სკამზე მჯდომი ადამიანი ფეხზე აუდგომლად ხელს ართმევდა მომსალმებელს…. გავოცდი. .. მთაში ბავშვი რომ შემოსულიყო, ყველა ფეხზე დგებოდა….
ყური წავჰკარი ქუჩაში: მამაჩემის ხნის კაცი უკუღმა იგინებოდა….. მე (თივასავით გამოუსვლელმა) გავიფიქრე: ამან შვილს რა უნდა ასწავლოს თქო…. დღესაც ბევრი რამე მაოცებს. .
ვიცი, ვიბოდიალე და ისე დავწერე ეს ტექსტი…. უბრალოდ, ჩემი ბიძაშვილის ნუგზარ დაიაურის გამოუსვლელი თივის ხვეტისას ვფიქრობდი ამ ყველაფერზე…. მადლობა შინშო….
მთა ფიქრისთვის ყოფილა გაჩენილი.
P.S. მიყვარხარ სამშობლო!!!”