20 ივლისი, 2021

სიმართლე მუცოს რეაბილიტაციაზე გელა დაიაურისგან

პოეტი გელა დაიაური მუცოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სიმართლეს ავრცელებს:

“როგორც ვარკვევ, მუცოს რეაბილიტაცია დასრულებული მიაჩნიათ ამ საქმის მესვეურებს…. და საზოგადოებასაც მსგავს ინფორმაციას აწვდიან. დეტალებს კიდევ გავარკვევ, ქალაქში რომ ჩამოვალ, არ მინდა, ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდეს (ნეტა, აღმოჩნდეს).

საზოგადოებასაც ვეტყვი, რომ მთლიანი კომპლექსის დაახლოებით მეხუთედი აღსადგენია. ვიცი, რა თანხაც დაიხარჯა. არ გავჩერდები, სანამ ბოლომდე, სრული სახით არ აღსდგება ციხე-ქალაქი მუცო.

P.S. მადლობა, რაც გაკეთდა მუცოსთვის, მაგრამ ნახევრად გაკეთებული საქმე საქმე არ არის!

ხელი არ მოუკიდებიათ თორღვას ციხისთვის. კარგად თუ დააკვირდებით, დეფორმირებულია და დანგრევის პირასაა. ზემოთ უბანზე აღარ ვსაუბრობ!”