31 დეკემბერი, 2020

გელა დაიაურის ძალიან საყურადღებო წერილი

პოეტი გელა დაიაური თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყურადღებო წერილს აქვეყნებს:

“რასაც აქ წაიკითხავთ, თქვენზე არ ვწერ მარტო, ჩემზეც ვწერ: შობის მარხვა 7 იანვარს გადის და ჩვენ არასამარხვო სუფრებს ვშლით ოჯახებში… ჩვენს გულებში სიყვარულისთვის (ანუ უფლისთვის) ადგილი აღარ დავტოვეთ.

აგვიყოლია “თანამედროვე” ცხოვრების ორომტრიალმა და “თავისუფლებამ”. სირცხვილად აღარაფერი ითვლება. ეს არის ჩვენი “თავისუფლება”. გაბატონდა შური, სიძულვილი, ამპარტავნება, “საგანთმოყვარეობა” (და მერე აქ სურათების ფრიალი).

როცა გვიჭირს, უფალი მხოლოდ მაშინ გვახსენდება… და ცუდი ის არის, რომ ვერ ვგრძნობთ, ამ ყველაფრის გამო ვისჯებით და ისჯება ერი და ქვეყანა, ისჯება დედამიწა. კიდევ გავიმეორებ, ამას ჩემს თავსაც ვეუბნები… იქნებ დროა, დავფიქრდეთ, ნებისყოფა გამოვაღვიძოთ, უფლისკენ მივტრიალდეთ.”

დამდეგი ახალი 2021 წლის შემობრძანება, მინდა, მოგილოცო, ჩემო ერო და კაცობრიობავ… ახალი, სულიერი ცხოვრების დაწყების, სიყვარულის, ერთგულების, გულისხმიერების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და უფლისკენ შეტრიალების წელი გვქონოდეს!!! მიყვარხარ სამშობლოვ და სამყაროვ!!!

P.S. მხიარულად მინდოდა მოლოცვა, მძიმედ გამომივიდა და “დამრიგებლურად”. ალბათ 2020-ის გავლენით!”