29 ნოემბერი, 2022

უძვირფასესი სიტყვები თეონა ქუმსიაშვილისთვის

მუცოში ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალს თეონა ქუმსიაშვილს მისმა მეუღლეს, პოეტმა გელა დაიაურმა გამორჩეული ლექსი მიუძღვნა:

“რაღაც შორეული მონატრებით,
რაღაც უცნაური რუდუნებით,
დგანან ქარაფებზე მონასტრები,
ცისკენ ილტვიან და…
დუდუნებენ.
დამყავს გულის ჯიბით
რვეულები,
დარდობს უმზეობას ბეგონია,
ჩემში – წვიმების და,
ჩვეულებრივ,
შენი მონატრების სეზონია.”