25 ივნისი, 2020

გელა დაიაურის უმორჩილესი თხოვნა

გელა დაიაურის სამი სევდა და სამი ტკივილიპოეტი გელა დაიაური საზოგადოებას უმორჩილესი თხოვნით მიმართავს:

“მეგობრებო, დებო და ძმებო, ძალიან გთხოვთ ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ გაატარებთ: უნიჭიერეს და უკეთილშობილეს ადამიანს და ხელოვანს, მადონა ნიკოლეიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული და მძიმეა.

რამდენიმე წლის წინ დაკარგა ცალი თირკმელი. გასული წლის დეკემბერში მეორე თირკმელი ამოკვეთეს. ამ ეტაპზე დიალეზზე იმყოფება, მაგრამ მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა თანდათან მძიმდება. დონორის კვლევისთვის საჭიროა თანხა. დონორი შეიძლება დედამისი გახდეს.

მოგმართავთ თხოვნით, ვისაც შეგიძლიათ მცირედითაც დავეხმაროთ, გადავარჩინოთ შემოქმედის სიცოცხლე. თქვენგან გაღებული თითოეული თეთრი მას გადაარჩენს და მისცემს სიცოცხლის გაგრძელების შანსს! ჩვენ გვჯერა თქვენი გულისხმიერების და თანადგომის! უფალმა სიკეთით გადაგიხადოთ!”

თიბისი GE02TB7420845064300013
საქართველოს ბანკი
GE36BG0000000162633272