9 ოქტომბერი, 2021

გელა დაიაურის მიმართვა 

მუცოელი პოეტი გელა დაიაური უცნობ აჭარელ ძმას – რამაზ დავლაძეს მიმართავს, რომელსაც ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს – მეუღლე და შვილები გარდაეცვალა:

“ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში… როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა… რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება.

ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!

არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!”