დავით შემოქმედელი

დავით შემოქმედელი: “ვყვირი ნერვებდაღრნილი”

დავით შემოქმედელის ძალიან კარგი ინიციატივა

საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე – პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი აქვეყნებს მცირე ამონარიდს ციკლიდან – ,,გაბრაზებული ანტილექსები”, რომელიც ძალიან აქტუალურია: “აგერ ერის სწავლულნი, საკენკთან სულ დაბმულნი, ფარა კონმფორმისტთა, აგერ ხელისუფლება, ეს ყველაფრის უფლება, პარაზიტულ ფითრთა, თავის ფაშვზე ყურება, მონურ თვალთა წკურება, უცხო ქვეყნის სულ ნება, მკვდარი თავისუფლება. აგერ ოპოზიცია, ვატოა თუ ციცია, უპრინციპო ჯოგია – […]

დავით შემოქმედელის ძალიან კარგი ინიციატივა

დავით შემოქმედელის ძალიან კარგი ინიციატივა

მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი ძალიან კარგი ინიციატივით გამოდის. რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საჯარო განცხადებით მიმართავს: “სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება მოგმართავთ წინადადებით, რომ მოქალაქეობრივი სიმამაცისა და უმაგალითო პატრიოტული თავგანწირვის, სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის სახელმწიფო საზღვრისა და მამულის მეციხოვნეს, 88 წლის დათა პაპას – დავით ვანიშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭოს ღირსების ორდენი. […]

სასიამოვნო სიახლე შოთა რუსთაველზე

შოთა რუსთაველი სანაგვეზე

XII საუკუნის უდიდესი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის შესახებ მწერალი დავით შემოქმედელი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს: “მძიმე ეპიდემიისა და ამ დაძაბულ ამღვრეულ პოლიტიკურ ფონზე საქართველოს რუსთაველის საზოგადოება ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ. ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი. როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, დაგეგმილია საზეიმოდ ამ ბიუსტის გახსნა. ამ დიდი საქმის რეალურად განხმორციელებლები არიან: რუსთაველის […]

“დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი – ,,საქართველო – რუსთაველის სახლი”

"დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი - ,,საქართველო - რუსთაველის სახლი"

ამ ინიციატივით საქართველოს რუსთაველის საზოგადოება და მისი ხელმძღვანელი დავით შემოქმედელი გამოდის. საზოგადოების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაუგზავნა: “დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი სახელწოდებით ,,საქართველო – რუსთაველის სახლი”! შოთა რუსთაველი არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მხატვრულ-ესთეტიკური და ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია. ვაჟა-ფშაველას შეფასებისამებრ: „შოთა რუსთაველი იგივე საქართველოა […]

ზურაბ ქაფიანიძე – მსახიობი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია

ზურაბ ქაფიანიძე - მსახიობი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია

ზურაბ ქაფიანიძე თავისი სიალალით კოლეგებს განსაკუთრებულად უყვარდათ. მაყურებლები კი მისი ბუხუნა ხმით და საოცარი იუმორით იხიბლებოდნენ. პოეტი დავით შემოქმედელი ზურაბ ქაფიანიძეს იხსენებს და მას საქართველოში საქართველოს უწოდებს. დავით შემოქმედელი: “დღეს ქართველი ხალხის უსაყვარლეს მსახიობს, ზურაბ ქაფიანიძეს 80 წელი შეუსრულდა. მახსოვს, ერთხელ სადღეგრძელოში ვუთხარი: საქართველოში საქართველო ხარ-მეთქი!.. და ბავშვივით დაიმორცხვა. დავდივარ დღევანდელ ზნეობამორყეულ და სულიერებადაცლილ სამშობლოში […]

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე ყველა პოეტის შემოქმედებაშია. ”არტინფო” გთავაზობთ გოგლა ლეონიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ნიკო გომელაურის, ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა ნიშნიანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით შემოქმედელის და ირაკლი ჩარკვიანის ლექსებს, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ. გოგლა ლეონიძე – კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. […]

დავით შემოქმედელი: “ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ, მკითხველო…”

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი აღსარება-მანიფესტს აქვეყნებს, რომელსაც ახალგაზრდობას უძღვნის: “ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი – ანტიმე, აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: – ვაიმე! საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი, სხვისია, გულმა მწარედ რეჩხი მიყო, ქარს მიჰყვება ნისია წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი… სულ აბდალი… და სულ შეყვარებული. ზეცა – სულის გუმბათი და […]

ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

გერმანიის დედაქალაქში შოთა რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა. ბერლინში საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ჩავიდა. საქართველოს საელჩოში რუსთაველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიება გაიმართა. წარმომადგენლობა მიზნად ისახავს გერმანიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, “ვეფხისტყაოსნის” და ზოგადად ქართული მწერლობის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას. რუსთაველის საზოგადოება პირველად ბერლინში 1922 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ დაარსებული […]

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე ბერლინში

"შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია"

2017 წელს საქართველო შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები საქართველოსაც გასცდა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელი ბერლინშიც აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი, მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი ავრცელებს: “ხვალ, ადრე დილით, ბერლინში მივფრინავ სპეციალური მიწვევით. მონაწილეობას მივიღებ ღონისძიებებში, რომლებიც რუსთაველის 850 და საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნება. მექნება შეხვედრები ლიტერატურისა და […]

“დაყოვნება აღარ შეიძლება”

"დაყოვნება აღარ შეიძლება"

აცხადებს საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი. მწერალი და პოეტი თბილისის უნიკალური არქიტექტურის განადგურებაზე წუხს და ამ თემაზე საგანგებო დისკუსიას მართავს: “საგანგაშო მდგომარეობაა, თბილისის უნიკალური არქიტექტურა სახეს კარგავს. უგემოვნება და უსახურება ბატონდება. დაყოვნება აღარ შეიძლება, დროა ქართველმა საზოგადოებამ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ მტკივნეული პრობლემის მიმართ.” ამ საკითხთან დაკავშირებით 29 ნოემბერს მწერალთა სახლში გაიმართება დისკუსია თემაზე: […]