დავით შემოქმედელის ძალიან კარგი ინიციატივა

დავით შემოქმედელის ძალიან კარგი ინიციატივამწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი ძალიან კარგი ინიციატივით გამოდის. რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საჯარო განცხადებით მიმართავს:

“სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება მოგმართავთ წინადადებით, რომ მოქალაქეობრივი სიმამაცისა და უმაგალითო პატრიოტული თავგანწირვის, სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის სახელმწიფო საზღვრისა და მამულის მეციხოვნეს, 88 წლის დათა პაპას – დავით ვანიშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭოს ღირსების ორდენი.

მავთულხლართებს იქითა საქართველო ჩვენი ტკივილია.

რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, ქართული კულტურის დესპანი დავით შემოქმედელი.”