22 თებერვალი, 2022

დავით შემოქმედელის შესანიშნავი სიტყვები

პოეტ დავით შემოქმედელის სიტყვები მართლაც შესანიშნავია, რომელიც მტერს ეძღვნება და 1992 წელს არის დაწერილი:

“რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ – მოყვრის ისარი მგლეჯს,
იქით – რუსის ხიშტის წვერი.
გულში ბოღმა ჩამისახლდა,
ჟამი ესე მექცა ფარსად,
მე რომ გოგო შევიყვარე,
თათრის ფაშის დგება ხასად.
მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე,
მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი,
აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს,
ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს,
სახეში სცემს ქარი, მტვერი
და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს
ჩემი გაძარცული ერი.
რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ – მოყვრის ისარი მგლეჯს,
იქით – რუსის ხიშტის წვერი.”