2 ნოემბერი, 2020

სასიამოვნო სიახლე შოთა რუსთაველზე

XII საუკუნის უდიდესი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის შესახებ მწერალი დავით შემოქმედელი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

“მძიმე ეპიდემიისა და ამ დაძაბულ ამღვრეულ პოლიტიკურ ფონზე საქართველოს რუსთაველის საზოგადოება ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ. ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი.

როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება, დაგეგმილია საზეიმოდ ამ ბიუსტის გახსნა. ამ დიდი საქმის რეალურად განხმორციელებლები არიან: რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ექიმი, პოეტი მერაბ კვიცარიძე და საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქალაქ კირიათ ბიალიკის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზატორი, ისრაელში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა ასოციაციის ,,ნერგის” პრეზიდენტი, ქორეოგრაფი შოთა წვენიაშვილი.”

ეს ერთი კიდევ დიდი ნაბიჯია ოცდაექვს საუკუნოვანი ქართულ- ებრაული მეგობრობის განმტკიცების საქმეში.”
პ.ს. ეს შოთა რუსთაველის მეორე ბიუსტია, რომელიც ისრაელში დაიდგა, რაც თითოეული ქართველისთვის ნამდვილად სასიხარულო და საამაყო ამბავია.