13 ივნისი, 2021

დავით შემოქმედელი: “ვყვირი ნერვებდაღრნილი”

საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე – პოეტი და მწერალი დავით შემოქმედელი აქვეყნებს მცირე ამონარიდს ციკლიდან – ,,გაბრაზებული ანტილექსები”, რომელიც ძალიან აქტუალურია:

“აგერ ერის სწავლულნი, საკენკთან სულ დაბმულნი,
ფარა კონმფორმისტთა,
აგერ ხელისუფლება, ეს ყველაფრის უფლება,
პარაზიტულ ფითრთა,
თავის ფაშვზე ყურება, მონურ თვალთა წკურება,
უცხო ქვეყნის სულ ნება, მკვდარი თავისუფლება.
აგერ ოპოზიცია, ვატოა თუ ციცია,
უპრინციპო ჯოგია – ყვარყვარეთა დოღია,
ჯვარწერილი ბილწთან.
ჯიში ქამელეონის, უსახური ნეონის,
სულ რომ განაცისფრდა,
ველზე რომ გვაგელვებდა, ცისკენ რომ გვახედებდა,
მზისკენ რომ გვახელებდა,
ახლა გდია გუბეში, ამყაყებულ წუმპეში
საწყალობლად ის ფრთა.
ვყვირი ნერვებდაღრნილი,
გულში ბალღამჩაცლილი,
სული ნაღდი, კაცური,
ქველი და მამაცური,
ასე რად განირთხა.
როგორ დაგვეპატრონა,
როგორ დაგვეპატრონა,
როგორ დაგვეპატრონა,
ეს ამდენი ვირთხა.”