ჭდე: ანზორ ერქომაიშვილი

ანზორ ერქომაიშვილი – 300-წლიანი მომღერალი გვარის მარგალიტი

ანზორ ერქომაიშვილი - 300-წლიანი მომღერალი გვარის მარგალიტი

ანზორ ერქომაიშვილი – 300-წლიანი მომღერალი გვარის ნამდვილი მარგალიტია. მისი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი და ლოტბარი გახლდათ. ანზორ ერქომაიშვილი ამ ფაქტზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს: ”300 წლის მანძილზე მღეროდა ჩემი გვარი. ამ ხნის განმავლობაში, ეტყობა, ჩვენში ჩამოყალიბდა გარკვეული გენი, რაც ჩემზეც გადმოვიდა. ბაბუას სასულიერო პირად ამზადებდნენ და იმ მძიმე წლებში აღარ დასცალდა. იმის გამო, რომ მთელი ჩვენი […]

კახი კავსაძის, ანზორ ერქომაიშვილის, ჯემალ ჭკუასელის ისტორიული კადრები

კახი კავსაძის, ანზორ ერქომაიშვილის, ჯემალ ჭკუასელის ისტორიული კადრები

ქართველი მსახიობის კახი კავსაძის, ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილის და ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის იტორიული კადრები ანსამბლმა “შვიდკაცამ” გაავრცელა. კახი კავსაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, გიორგი დონაძე და ანსამბლი “შვიდკაცა” “მრავალჟამიერს” ასრულებენ.

სასიამოვნო სიურპრიზი ანზორ ერქომაიშვილს

სასიამოვნო სიურპრიზი ანზორ ერქომაიშვილს

ანზორ ერქომაიშვილს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადეს. საქართველოში ინეგოლელი ქართველები ჩამოვიდნენ, რომლებიც თბილისში კონცერტს გამართავენ. მანამდე კი საპატიო სტუმრებმა თურქეთიდან ანზორ ერქომაიშვილის სახლთან შეკრება და სპეციალურად მისთვის სიმღერა გადაწყვიტეს. ინფორმაცია და ვიდეო მაიკო სეთურიძემ გაავრცელა: ”ჩვენებურები” – ასე გამოხატეს უდიდესი პატივისცემა ანზორ ერქომაიშვილის მიმართ… საოცარი და სასიამოვნო სიურპრიზი.”

ანზორ ერქომაიშვილი “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

ანზორ ერქომაიშვილი "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. 50 წლის განმავლობაში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის „რუსთავის“ 50-წლიან წარმატებაში. ანსამბლის გადაწყვეტილებით “რუსთავის” ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს გიორგი ნატროშვილი დაიკავებს. ანზორ ერქომაიშვილი კი ანსამბლის მუსიკალურ ხელმძღვანელად რჩება.

მოუსმინეთ ანზორ ერქომაიშვილის არაჩვეულებრივ სიმღერას

მოუსმინეთ ანზორ ერქომაიშვილის არაჩვეულებრივ სიმღერას

ანზორ ერქომაიშვილი წლებია ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელია და მომღერლებს მის უდიდებულესობა ქართულ ფოლკლორთან აზიარებს. არაერთი თაობის აღმზრდელი, თვითონაც სიამოვნებით მღერის. მაესტრო რომ გენიალურად მღერის, ამაზე არავის დავობს, თუმცა ვიდეოჩანაწერი, რომელსაც “არტინფო” გაგიზიარებთ, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, ანზორ ერქომაიშვილის ნიჭიერებაში. მაშ ასე, კრიმანჭული: ბანი – ანზორ ერქომაიშვილი, მეორე ხმა – გიორგი დონაძე, გამყივანი –  გიორგი გაბუნია.

ანზორ ერქომაიშვილის მასტერკლასი იტალიაში

ანზორ ერქომაიშვილის მასტერკლასი იტალიაში

საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი იტალიაში მასტერკლასს ჩაატარებს. 28 სექტემბერს ლა საპიენცას უნივერსიტეტში ქართველი ლოტბარის მასტერკლასი საერთაშორისო კონფერენციის “გლობალიზაცია და იდენტობა” ფარგლებში გაიმართება.

გოგი დოლიძე – საქართველოს ბულბული

გოგი დოლიძე

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი გოგი დოლიძე დიდი ხანია გარდაიცვალა, ის და მისი შემოქმედება ქართულ საზოგადოებას დღემდე ახსოვს და დიდი სიყვარულით იხსენებს. გოგი დოლიძის შესახებ მისი მეგობრები საუბრობენ: ნუგზარ ფოფხაძე: “გოგი დოლიძე რა მომღერალიც იყო, ყველამ იცის: დიდებული! მართლაც, ბულბული! მაგრამ, კიდევ უფრო დიდი, ასჯერ, ათასჯერ უკეთესი პიროვნება გახლდათ! კრისტალივით სუფთა, ალალი და უშურველი! მსგავსი სიკეთით […]

განსაკუთრებული ჯილდო ანზორ ერქომაიშვილს

ანზორ ერქომაიშვილის მასტერკლასი იტალიაში

ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელისთვის ანზორ ერქომაიშვილისთვის 2017 წლის ბოლო დღეები განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა. ლოტბარს 10.000 ლარი და ოქროს დისკი საზეიმო ვითარებაში გადაეცა. ჯილდო ანზორ ერქომაიშვილმა ყოველწლიურ პრემიაზე “ოქროს ვინილი 2017” მიიღო. ხელოვანმა მთელი თავისი ცხოვრება ქართული ფოლკლორის კვლევას და შესწავლას მიუძღვნა.

ანზორ ერქომაიშვილის არქივის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში

ანზორ ერქომაიშვილი - 300-წლიანი მომღერალი გვარის მარგალიტი

27 ივნისს, 14 საათზე ხელოვნების სასახლეში ანზორ ერქომაიშვილის არქივისა და იუნესკოს მიერ გაცემული უნიკალური დოკუმენტების პრეზენტაცია გაიმართება. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი. ამ ისტორიული მოვლენის დამადასტურებელი სიგელი ანზორ ერქომაიშვილის არქივში ინახებოდა. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გადაწყვეტილებით, ეს უნიკალური დოკუმენტი ხელოვნების სასახლეს გადაეცა. იუნესკოს სიგელთან ერთად […]

ანზორ ერქომაიშვილი კანონის დაცვას ითხოვს

ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კანონის დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს. როგორც ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, საქმე ეხება ანსამბლის უნიკალურ ჩანაწერებს, რომლებიც ინტერნეტში სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ვებგვერდებზე უკანონოდ არის ატვირთული და იყიდება. ანზორ ერქომაიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავის“ აუდიო და ვიდეოჩანაწერები ინტერნეტში მათთან შეთანხმების გარეშე ვრცელდება. ნახევარსაუკუნოვანი ანსამბლის ჩანაწერები იყიდება ისეთ […]