2 ოქტომბერი, 2023

ანზორ ერქომაიშვილის მთავარი გზავნილი

ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა მომავალ თაობებს უმნიშვნელოვანესი გზავნილი დაუტოვა:

“იმღერეთ ისე, რომ სიამოვნება მიანიჭოთ თქვენს ხალხს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს; თუ კარგი სიმღერა თავისთავად სიკეთის ქმნაა, მოდით, სიმღერა ვასწავლოთ ახალგაზრდებს, რადგან კარგი მომღერალი უღირს საქციელს არასოდეს ჩაიდენს. სიკეთის ქმნა ყველა ნიჭზე დიდი ნიჭია, იგი თქვენ ცხოვრებას გაგიადვილებთ.”