8 აპრილი, 2021

სასიხარულო სიახლე ანზორ ერქომაიშვილზე

ქართული ფოლკლორის ექვთიმე თაყაიშვილად წოდებულ ანზორ ერქომაიშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს:

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დღეიდან იწოდება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრად.

უდიდესი პატივია ატარებდე საუკუნის მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს. აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ხსოვნისა და ღვაწლის სათანადო დაფასებასთან ერთად, საფუძველს უყრის ცენტრის ახალ სიცოცხლეს, ჩვენი საქმიანობის, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.

გვსურს, საკითხის ინიცირებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.”