10 აგვისტო, 2023

ანზორ ერქომაიშვილის მთავარი სათქმელი

ლეგენდარული ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა ქართულ ხალხურ სიმღერასთან იყო დაკავშირებული. მისი მთავარი ამოცანა ქართული ფოლკლორის მომავალი თაობებისთვის შესწავლა გახლდათ:

“ჩვენმა სიმღერებმა საუკუნეებს გაუძლო, იგი ტრადიციულად საუკუნიდან საუკუნეში
გადაეცემოდა მომავალ თაობებს. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება, ჩვენს ბავშვებს ვასწავლით ხალხურ სიმღერას. მთელ საქართველოში მღერიან ბავშვები.

სიმღერა მაშინ კვდება, როცა მას ახალგაზრდობა ივიწყებს. ჩვენ მოვახერხეთ და ახალგაზრდობა ავამღერეთ. ამჟამად გვყავს დიდი არმია პატარა მომღერლებისა, რომლებიც 21-ე საუკუნეში აგრძელებენ ჩვენს საუკეთესო სასიმღერო ტრადიციებს.
ამის ნათელი მაგალითია „მართვე“.