10 აგვისტო, 2022

ანზორ ერქომაიშვილისა და მერაბ კოსტავას საოცარი ამბავი

ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი ქართულ ხალხურ ფილკლორთან ასოცირდება და ეს არავის უკვირს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მას და მერაბ კოსტავას საოცარი ამბები გადახდათ თავს.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ.

ანზორ ერქომაიშვილი და მერაბ კოსტავა ერთმანეთს კონსერვატორიიდან იცნობდნენ. მერაბ კოსტავა პიანისტი იყო და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა და სამშობლოს სიყვარულს შეეწირა.

მერაბი და ანზორი კონსერვატორიაში ერთ პერიოდში სწავლობდნენ. სწორედ მათ სახელებთან არის დაკავშირებული პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის კონცერტის ჩატარება კონსერვატორიის მცირე დარბაზში. ეს ნამდვილად საოცარი და დაუჯერებელი ამბავი იყო, რადგან მაშინ ამ მიმართულებით კონცერტის ჩატარება კი არა, საგალობლის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამიტომ ანზორ ერქომაიშვილისა და მერაბ კოსტავას გადაწყვეტილება ნამდვილად გმირობის ტოლფასი გახლდათ.