20 თებერვალი, 2023

გენიალური ანზორ ერქომაიშვილი

ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება ქართულ ხალხურ სიმღერას მიუძღვნა.

მან არაერთი უნიკალური ჩანაწერი დაგვიტოვა, მათ შორის ღირსეული ცხოვრების თვის უმთავარესი საკითხები:

1.შენი ყველაზე დიდი ტიტული შენი სახელი და გვარია!

2.ვიდრე გიყვარს, ახალგაზრდა ხარ.

3. სინდისიერ კაცში სხვა დადებით თვისებებს ნუღარ ეძებ.

4. სიმართლის მთქმელი ღმერთის გარდა არავის უყვარს.

5. რომელ ქვეყანაშიც ჩახვალ, იმ ენაზე პირველად სიტყვა „მადლობა“ უნდა ისწავლო.

6. თუ მასწავლებელი სანთელივით არ იწვის, მოსწავლეს გზას ვერ გაუნათებს.

7. თუ შენი საქმის ღირსეული გამგრძელებელი გყავს, სიკვდილის ნუ გეშინია.

8. მგალობელი ჩიტი მტაცებელი ვერ გახდება.

9. ყვავილი სურნელით გიზიდავს, ქალი – ხასიათით.

10. თუ დღევანდელ საქმეს მომავლისთვის სასიკეთოდ ვერ მოიაზრებ, უმჯობესია, არ გააკეთო.

11. შენდამი მოქცევის მიხედვით კაცს ნუ შეაფასებ, დააკვირდი, როგორ ექცევა იგი სხვებს.

12. სახელმწიფო ღვინით სავსე კასრს ჰგავს, თუ გადააბრუნებ, თხლე თავზე მოექცევა და აიმღვრევა.

13. მტრის მოყვარედ ქცევა ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

14. ვინც დიდ საქმეს აკეთებს, სიკვდილის შიში არა აქვს, უბრალოდ, ამისთვის არ სცალია.

15. დედმამიშვილი მშობლების საჩუქარია, მეგობარი – ღმერთის.

16. თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ცხოვრებით არ უნდა დატკბე, ცხოვრებას უნდა ებრძოლო.

17. თუ მარცხდები, შეეცადე ისე დამარცხდე, რომ გამარჯვებულმა ღირსეულ მეტოქედ ჩაგთვალოს.

18. ჩემი პანთეონი იქ არის, სადაც ჩემი წინაპრები წვანან.

19. როცა შენი ქმნილება საყოველთაო საკუთრებად იქცევა, სასუფევლის კარს ღმერთი თვითონ გაგიღებს.“