კატეგორია: TV

სიახლე დუტა სხირტლაძისგან

მსახიობისა და ტელეწამყვანის დუტა სხირტლაძისგან მაყურებელს სასიამოვნო სიახლე ელის. სულ მალე დუტა ახალ გადაცემას “უპასუხე საქართველოს” წაიყვანს. სახალხო, შემეცნებით-გასართობ შოუში მონაწილეობას 2 წყვილი მიიღებს და ერთმანეთისა და მთელი საქართველოს პირისპირ შეეცდება საკუთარი ცოდნა და ინტუიცია გამოსცადოს. გადაცემაში გამარჯვებული 24.000 ლარს მოიგებს, თუკი დასმულ შეკითხვებს სწორად უპასუხებს.

ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე წარგვადგენს

ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე წარგვადგენს

ოთო ნემსაძე საქართველოს “ევროვიზია 2019”-ზე წარადგენს. მუსიკალურმა შოუმ “საქართველოს ვარსკვლავი” გამარჯვებული გამოავლინა. 234.383 ხმიდან ყველაზე დიდი რაოდენობა 44.13 პროცენტი მიიღო ოთო ნემსაძემ და ის 14 მაისს თელ ავივიში გაემგზავრება. “საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ გიორგი ნაკაშიძე, ოთო ნემსაძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე. ოთომ გამარჯვება მოიპოვა სიმღერით „სულ წინ იარე“, რომლის ავტორიც რომან გიორგაძეა.

დაუჭირეთ მხარი უნიჭიერეს თეკლა ეკალაძეს

დაუჭირეთ მხარი უნიჭიერეს თეკლა ეკალაძეს

თეკლა ეკალაძე დიდი ხანი არ არის, რაც მუსიკალურ სამყაროშია, მაგრამ უკვე მოასწრო ბევრ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა და სერიოზული მიღწევებიც აქვს. თეკლა რუსულ მუსიკალურ პროექტში ”ТЫ СУПЕР!” მონაწილეობს. პატარა მომღერალი გიორგი უშიკიშვილის სტუდიაში ქართულ ფოლკლორს სწავლობს. გოგონას 2 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, 4 წლის შემდეგ კი – დედა. მას ბებია ზრდის. თეკლას უნდა ექიმი გახდეს, რომ დაეხმაროს […]

“ჩემი ცოლის დაქალები” ახალ სეზონს იწყებს

"ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს იწყებს

ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ახალ სეზონს იწყებს. პოპულარული სერიალი ყველა თაობისათვის არის საინტერესო და საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემეტიკას ეხება. შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილებით, ახალი სეზონი გურიიდან დაიწყება. სერიალის ძირითად მსახიობებთან ერთად კინოეკრანზე ოზურგეთის თეატრის მსახიობებსა და ოზურგეთელებს ვიხილავთ. ოზურგეთის თეატრში შესარჩევი კონკურსი რეჟისორმა ეკა მჟავანაძემ და მისმა ასისტენტმა ფორმულა “კრეატივში” შესარჩევი კონკურსის რეჟისორმა, მსახიობმა ნოშრე ფელინმა იგივე […]

უკრაინა “ევროვიზია 2019”-ს გამოეთიშა

უკრაინა "ევროვიზია 2019"-ს გამოეთიშა

უკრაინა და მისი კონკურსანტი მომღერალი მარუვი “ევროვიზია 2019”-ს გამოეთიშა. ამის მიზეზი უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მომღერალს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. 27 წლის მომღერალს რუსეთში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მარუვი მზად იყო დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა, თუმცა 7-საათიანი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. უკრაინის საზოგადოებრიმა მაუწყებელმა შიდაშესარჩევი კონკურსის მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს შესთავაზა ქვეყნის სახელით […]

დავით ევგენიძე დააწინაურეს

დავით ევგენიძე დააწინაურეს

კომპოზიტორი დავით ევგენიძე დააწინაურეს. ხელოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მთავარ მუსიკალურ პროდიუსერად დაინიშნა. დავით ევგენიძეს სურს, რომ პირველ არხზე ქართულ მუსიკას მეტი დრო დაეთმოს. ასევე საზოგადოებამ გაიცნოს ახალი ტალანტები და მიიღოს ინფორმაცია ყველანაირი მუსიკალური ჟანრის შესახებ.

ნიკა გვარამია ახალ შოუს იწყებს

ნიკა გვარამია ახალ შოუს იწყებს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალ შოუს იწყებს: “მაშ ასე, გინდოდათ “მხოლოდ უცხოური” – აჰა, მიიღეთ! “ვარსკვლავების ომი” “რუსთავი 2″-ზე. გელოდებით კასტინგზე!” ახალი მუსიკალური შოუ “რუსთავი 2”-ზე იმ მომღერლებისთვის გაიმართება, რომლებიც ქართულადაც მღერიან და უცხოურ სიმღერებსაც ასრულებენ. კონკურსანტებისთვის პირველი შესარჩევი ტური 9 მარტს ჩატარდება.

10 წლის ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ “ვოისში”

10 წლის ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ "ვოისში"

10 წლის ქართველმა მომღერალმა ელენემ გერმანულ საბავშვო “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა. გოგონამ ბრმა მოსმენების ტურში სტივ უანდერის ცნობილი სიმღერა ”Don’t You Worry ‘Bout A Thing” შეასრულა. ელენეს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა, ატირებული გოგონას მუსიკალურობით აღტაცებული დარბაზი კი ფეხზე წამოდგა და ოვაციებითა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

მარინა ბერიძის ახალი გამოწვევა

მარინა ბერიძის ახალი გამოწვევა

მარინა ბერიძის სახელი და გვარი მუსიკალურ სამყაროში კარგად არის ცნობილი. სულ მალე “რუსთავი 2” ახალ მუსიკალურ შოუს დაიწყებს, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელიც მარინა ბერიძე იქნება. “მასტერ კლასი” – ასე ეწოდება მუსიკალურ პროექტს, რომელიც ამავე სახელწოდების უცხოური შოუს ანალოგია. მასში მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი ბავშვები და საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენენ.

ქართველი მომღერლით აღფრთოვანებული რუსული “ვოისი”

ქართველი მომღერლით აღფრთოვანებული რუსული "ვოისი"

რუსული “ვოისი” ქართველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. რიგით მეექვსე ბავშვთა რუსულ “ვოისზე” ბრმა მოსმენის ტურში ჟიურის წინაშე წარსდგა 8 წლის ქართველი მომღერალი ნინო ჩესნერი, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით ჟიურის სამივე წევრი ვალერი მელაძე, სვეტლანა ლობოდა და პელაგეა შემოატრიალა. ნინომ მათთვის “სიყვარულის ჰიმნი” შეასრულა, რომელსაც ედიტ პიაფი ასრულებდა. კონკურსანტის მუსიკალური მონაცემებით და არტისტულობით აღფრთოვანებულმა ვალერი მელაძემ […]