28 სექტემბერი, 2021

ეთანხმებით ლევან წულაძეს?

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე აცხადებს, რომ აუცილებლად წავიდეთ  არჩევნებზე:

“წადით არჩევნებზე, მაგრამ არ შეიყვაროთ პოლიტიკოსები, არ გიყვარდეთ ისინი, შეხედეთ მათ როგორც სიდედრი სიძეს, ან დედამთილი რძალს — ბოროტად. გიყვარდეთ მხოლოდ თქვენი სამშობლო და იფიქრეთ მხოლოდ თქვენს მომავალზე და არა მასაზე. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ, ეს მარკ ტვენის ნათქვამია, თუ არ ვცდები.

მომხრეებიც არ ვიყოთ, ამომრჩევლები ვიყოთ და მერე მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი. ვისაც ვენდე, ყველამ თავი მომჭრა, ამიტომ მირჩევნია ასეთი მკაცრი პოზიცია მქონდეს.”