21 ნოემბერი, 2021

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალისტია.

უკრაინული საბავშვო “ვოისის” გამარჯვებულმა მონაწილეობა მიიღო ამერიკული შტატის კონექტიკუტის “ნიჭიერის” პირველ ტურში და ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადავიდა.

ამერიკული “ნიჭიერის” ფინალური ტური 18 დეკემბერს გაიმართება.