31 ოქტომბერი, 2021

ანანო მარჩილაშვილის უდიდესი წარმატება

ქართველმა მომღერალმა ანანო მარჩილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერძნულ “ვოისში”.

მან ბრმა მოსმენაზე ბიორკის ცნობილი ჰიტი “It’s Oh So Quiet” შეასრულა და ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.

ქართველ კონკურსანტს მწვრთნელებმა სიურპრიზი მოუწყვეს და სტუდიაში საბერძნეთის ვარსკვლავი თამთა გოუაძე მოიწვიეს, რომელმაც ანანოს თარჯიმანობა სიამოვნებით გაუწია.