24 ივლისი, 2021

გიორგი უშიკიშვილის ძალიან კარგი სიტყვა

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი თავისი კახური პირდაპირობის გამო უყვარს ათასობით მსმენელს. მან ეს ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ძალიან კარგი და დასაფიქრებელი სიტყვით მოგვმართა:

“ჩვენი ბრალი არის ის, რომ ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი წარსული. იცით, გელათს რატომ ვეღარ ვუკეთებთ რესტავრაციას და იტალიელები რატომ ჩამოგვყავს? იმიტომ, რომ დავივიწყეთ ჩვენი წარსული. ვანის მუზეუმში რომ ჩახვალ, სასწაულებს ნახავ და იქიდან წამოხვალ ამაყი ადამიანი, ამაყი იმით, თუ როგორი წინაპრები გვყავდა.

არ არსებობს ერი, რომელიც თავისი წარსულის დავიწყებით მომავალს ააშენებს. ჩვენ რომ დღეს ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ დაგვავიწყდა, მაგრამ ეს ვაჟა-ფშაველა და შოთა რუსთაველია. ჩვენ რამე ახალს კი არ გვეუბნებიან, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენი ეს საბჭოთა წარსული ამოაგდეთ და დაუბრუნდით ვაჟა-ფშაველას და შოთა რუსთაველს, ამაზეა საუბარი. ადამიანი როგორ უნდა გაანადგურო? მას უნდა დაავიწყო თავისი წარსული.

პაპაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ მთავარი ცხოვრებაში არის ზომიერებაო. მაშინ ეს სიტყვა არაფრად არ მიმაჩნდა. დღეს ვუყურებ ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მთავარი – ზომიერება, ჩვენ სიძულვილში დავკარგეთ ზომიერება, ჩვენ ლანძღვაში დავკარგეთ ზომიერება. სრულიად წარმოუდგენელი რაღაცეები იწერება სოციალურ ქსელში. როგორ შეილება ასე გეზიზღებოდეს ადამიანი?!

არავის ვმოძღვრავ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას გავიძახი – გვახსოვდეს ვინ ვართ ჩვენ, რომ უფრო მაგრები ვიყოთ მომავალში.”