11 ივნისი, 2021

ვალერი მინდელმა 60.000 ლარი მოიგო

32 წლის პროფესიით ეკონომისტმა ვალერი მინდელმა ინტელექტუალურ-გასართობ გადაცემაში “თავიდან ბოლომდე” 60.000 ლარი მოიგო.

მან გადაცემის წამყვანის – დუტა სხირტლაძის მიერ დასმულ 7 კითხვას მეგობრებთან ერთად სწორად უპასუხა და სოლიდური თანხის მფლობელი გახდა.

ბოლო, გადამწყვეტი და მომგებიანი შეკითხვა ასე ჟღერდა: “1861 წლის 1 აგვისტოს გაზეთ “თაიმს”-ში გამოქვეყნდა მსოფლიოში პირველი…” პასუხად ვალერიმ “ამინდის პროგნოზი” დაასახელა.

სწორმა პასუხმა მოთამაშეს 60.000 ლარი მოაგებინა.