კატეგორია: საზოგადოება

თემურ თათარაშვილი კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

დაეხმარეთ თემურ თათარაშვილს

მომღერალი თემურ თათარაშვილი კულტურის სამინისტროს უპირისპირდება. რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ღიად საუბრობს იმ თემებზე, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია. თემურ თათარაშვილი გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ შეხვდა ვერც კულტურის მინისტრს და ვერც მის მოადგილეს. 50 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტისთვის კულტურის სამინისტრომ მას დარბაზის არენდის და განათების თანხის გამოყოფაზე ჯერ თანხმობა უთხრა, შემდეგ […]

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ევა ფანჯარაზე იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეზო ამაშუკელი: “ეგენი არიან ჩემი სამშობლოს მტრები…”

რეზო ამაშუკელი სოფი ლორენს უჩივის

პოეტი რეზო ამაშუკელი ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს დაინტერესდეს ყველა იმ ადამიანის საქმიანობით, რომლებიც მისი სამშობლოს მტრები არიან და ხმამაღლა, სიამაყით, ლანძღავენ და ჩირქს სცხებენ ყველაფერს ქართულს. რეზო ამაშუკელი: “რატომ არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ… მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს არასამთავრობოები აკრიფოს ერთ მშვენიერ ღამეს და ციხეში ჩაყაროს? ერთ რამეს ვთხოულობ, ელემენტარულ რაღაცას.. გამოიძიონ, ვინ […]

ვასილ კიკნაძე გარდაიცვალა

ცნობილი თეატრმცოდნე, არაერთი თაობის აღმზრდელი და ქართული თეატრის დიდი მოამაგე ვასილ კიკნაძე გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა: “ბატონი ვასო კიკნაძე გარდაიცვალა!!! დღეს საავადმყოფოში ხელებით მანიშნა დამთავრდა ყველაფერიო, ღიმილით დამემშვიდობა და რამდენიმე საათში წავიდა კიდეც. კაცი, რომელმაც თეატრის სიყვარული მასწავლა და პროფესიაში გზა გამიკვალა. წავიდა ადამიანი, რომელმაც ქართულ თეატრს 47 წიგნი მიუძღვნა და […]

პირველი კომენტარი ხატია ბუნიათიშვილის პოლიტიკოსობასთან დაკავშირებით

ხატია ბუნიათიშვილი

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ ამ სიახლის შესახებ აქტიური მსჯელობა დაიწყო. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო სიის დაკომპლექტებას ახალი სახეებით აპირებს, მათ შორისაა ხატია ბუნიათიშვილიც. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველი კომენტარი ხატიას დამ, პიანისტმა გვანცა ბუნიათიშვილმა გააკეთა: “ძვირფასო მეგობრებო! შემიძლია დანამდვილებით […]

სუხიშვილების პროტესტი

70 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი “სუხიშვილები” ყოველთვის იქ იდგა, სადაც მიაჩნდა, რომ სიმართლეა. ტრადიცია მოცეკვავეებმა არც ამჯერად დაარღვიეს და ისევ სიმართლის მხარეს დადგნენ. სუხიშვილების მოცეკვავეები შეუერთდნენ რიგით ადამიანებს და გამოხატეს საკუთარი პროტესტი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია-კონცერტი თბილისში რუსეთის საელჩოსთან დაიგეგმა. “თავისუფლება ნადიას!” – ასეთი მოწოდებებით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები. სუხიშვილებმა კი თავიანთი […]

ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონს ითხოვს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონ დოლარს ითხოვს. მიზეზი ახალი ქანდაკებაა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი ნამუშევრები სოლიდური თანხა ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკემ არაერთი ბიუსტი თუ ძეგლი უსრულიად უსასყიდლოდ საჩუქრად გადმოსცა საქართველოს, ამჯერად ხელოვანი კონკრეტულ თანხას ასახელებს, რომლითაც თავისი სამუშაო შეაფასა. 1,5 მილიონი დოლარი ზურაბ წერეთლის მიერ დამზადებული სტალინის ძეგლი ღირს. […]

ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის გამარჯვება

ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი მაყურებელმა პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, სადაც პარტნიორობა გაუწიეს სხვადასხვა სფეროში ცნობილ ადამიანებს. ისინი უკვე წლებია წყვილში ცეკვავენ, მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და უცხოეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში და არაერთი გამარჯვებაც მოიპოვეს. ჯულიმ და ოთომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს – მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ღია რეიტინგულ შეჯიბრში “ლეგენდა 2016”, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. […]

“მადლობა დღევანდელ მთავრობას, ასე მაგრად რომ ჰკიდია კულტურა და ხელოვნება!”

– მადლობა დღევანდელ მთავრობას, ასე მაგრად რომ ჰკიდია კულტურა და ხელოვნება! – ამ განცხადებას რეჟისორი გია კაჭარავა აკეთებს: “საზიზღარი კომუნისტების კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება გამოვასწორეთ: ისტორიული ძეგლი – კინოთეატრი “საქართველო” ფურშეტად გადავაკეთეთ! უღრმესი მადლობა ამისთვის ყოფილ დეპუტატ სამადაშვილს და დღევანდელ მთავრობასაც ასე მაგრად რომ ჰკიდია კულტურა და ხელოვნება! ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას! ავოეეე!”

ქეთევან იგნატოვაზე თავდამსხმელი დაკავებულია

მხატვარსა და ჟურნალისტზე ქეთევან (ქეთუსია) იგნატოვაზე თავდამსხმელი დაკავებულია. 26 წლის ყაჩაღი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და […]