კომპოზიტორ გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” – ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულად ტკბილი და საყვარელი მელოდიაა.
კომპანია “ჩიკატაიმ” ბავშვებისთვის სათამაშოების წარმოება დაიწყო. ხელით ნაკეთები ლამაზი სათამაშოები გია ყანჩელის მუსიკით გაართობენ პატარებს.
“პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია!” – მიაჩნიათ იდეის ავტორებს და სწორედ ამიტომ, პატარებს პირველივე ჰანგებად ქართველი კომპოზიტორის ულამაზეს მელოდიას სთავაზობენ.