Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ქედს ვიხრი თქვენი ნიჭის წინაშე”

23 ოქტომბერი, 2017

"ქედს ვიხრი თქვენი ნიჭის წინაშე"მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი წლებია საქართველოდან წასულია და გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ სამშობლოში ჩამოვიდეს და ღირებულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

რეზო ჩხიკვიშვილმა ახალგაზრდა რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში ”ექვთიმე ღვთისკაცი” ექვთიმე თაყაიშვილი განასახიერა. მსახიობს მიაჩნია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის წინაშე თაობები არიან ვალში და მან ამ ფილმში მონაწილეობით უმცირესი წვლილი შეიტანა ეროვნული საგანძურის მცველისთვის მადლიერების გამოხატვაში. რეზო ჩხიკვიშვილის ნიჭის და სამშობლოს სიყვარულის მოხიბლულმა გიორგი აზნაურმა მსახიობის ნიჭიერებას ქედი მოუხარა:

“ადამიანი, რომელმაც უზადოდ შექმნა ექვთიმე თაყაიშვილის კინო სახე ფილმში “ექვთიმე ღვთისკაცი”.

ადამიანი, რომელმაც სრული სიცხადით გადმოსცა ექვთიმე თაყაიშვილის ეროვნული და გმირული ცხოვრება, მისი ტკივილი, სიხარული, ლეგენდარული სიყვარულის ისტორია მისი მეუღლის და სამშობლოს მიმართ.

ქედს ვიხრი თქვენი ნიჭის და სამშობლოს სიყვარულის წინაშე, ბატონო რეზო.”