27 ოქტომბერი, 2017

“ჩვენი პოზიცია ამ მიმართებით იქნება უკომპრომისო”

აცხადებს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი და ქართულ სახელმწიფოში ქართული ენის დამცრობილ მდგომარეობას აპროტესტებს:

“სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების, განსაკუთრებით არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ქართველი ენათმეცნიერებისა და პატრიოტთა საინიციატივო ჯგუფების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად ჯერ მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ენის კანონი, ხოლო დღეს დაფუძნდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მოვალეობა ქართული ენის კონსტიტუციური უფლებების დაცვა უნდა იყოს.

სწორი ენობრივი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ვითანამშრომლებთ აღნიშნულ უწყებასთან, ხოლო თუ ქართულ სახელმწიფოში ქართული ენა კვლავ ასეთ დამცრობილ მდგომარეობაში იქნება, ჩვენი საზოგადოების პოზიცია ამ მიმართებით იქნება უკომპრომისო.”