
მსახიობი გუჯა ბურდული საგანგებო ვიდეოთი მიმართავს ყველას და პოეტ ჯუბა ღებელის ლექსით გულწრფელ სიყვარულში უტყდება: “რაა იების სადარი, ველზე რო ამოდიანო, ვიცი რაცა ხარ და მაინც მიყვარხარ ადამიანო!”
მწერალი და მუსიკოსი გელა ჩარკვიანი დააჯილდოვეს. მას სადაზღვევო კომპანიამ “არდი” ყოველწლიური პრემია “ოქროს ვარდი” მიანიჭა. გელა ჩარკვიანი: „ცხოვრება მცდელობებისა და შეცდომების სერიაა.” მადლობა არდის და არდელებს, რომ ყოველწლიური პრემიით – „ოქროს ვარდი 2021” წელს მე დამაჯილდოვეს! წინა წლებში ეს პრემია კახი კავსაძეს და გურამ დოჩანაშვილს მიენიჭათ.”
ნოველისტი დინა მირცხულავა საგანგებო ბარათს უძღვნის შვილს და დედა-შვილური ურთიერთობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: “არასოდეს მითქვამს, როგორი გაზრდილიყავი, ყოველთვის მიგითითებდი, როგორი არ უნდა ყოფილიყავი. მერე თვითონ ახარისხებდი ადამიანთა სიქველესა და სისასტიკეს და პირობას დებდი: – დე, მე ასეთი არ გავიზრდები! ასეთი პირობა მომეცი მაშინაც, როცა სანიაღვრეში ადამიანის მიერ გადაყრილი თვალგაუხელელი ლეკვები მანახე. როგორ გაუხარდი მაშინ […]
რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის და მსახიობ ქეთევან კიკნაძის ცხოვრებაში არაერთი გამორჩეული მომენტი იყო, თუმცა ამბავი, რომელიც ლარისა ხაჭაპურიძემ გაიხსენა, ნამდვილად განსაკუთრებულია: “უკანასკნელი პაემანი საავადმყოფოში ბატონი გიგას სანახავად მივედით. გვითხრეს, დღეს ბატონი ოთარ მეთვინეთუხუცესიც მოიყვანეს და ერთად არიანო. ერთად – ერთ პალატაში ყოფნასთან გავაიგივეთ. რეანიმაციის განყოფილებაში შესვლისას, დერეფნის ბოლოს ქალბატონი გურანდა გაბუნია და ქალბატონი ქეთევან კიკნაძე დავინახეთ, […]
მწერალი გურამ დოჩანაშვილი ქალებზე და მათ გვერდით მყოფ მამაკაცებზე ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერში საუბრობს: “მამაკაცის გვერდით ყოველთვის ის ქალია, რომელიც თავად შექმნა: ან უსიცოცხლო, უხალისო და სევდიანი, ან ლამაზი ქალბატონი, რომელსაც ყველა შენატრის. განსხვავება ქალებს შორის კი არა, მამაკაცებს შორისაა: ზოგი უვლის ბედის საჩუქარს, ზოგი კი უმადურია.“
მომღერლებს თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს მსახიობმა და მწერალმა გივი სიხარულიძემ ლექსი მიუძღვნა: “ვუძღვნი ჩემს ძვირფას მეგობრებს, თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს! საათი ჩემი მოსისხლე მტერი საათი ჩემი მოსისხლე მტერი თურმე თან ჩემი მეგობარია, როცა ჩავფიქრდი, მივხვდი, რომ იგი მაცდურ სიკვდილთან მეომარია. მისი წიკწიკით ამ გულს რამდენჯერ, და თან რა ძლიერ გაუხარია, მაგრამ რას იზამ, […]
მომღერალ ზურა დოიჯაშვილს მთელი საქართველო ემშვიდობება. თინა ნაცვლიშვილმა მას ლექსი მიუძღვნა: “ვერაფრით ვინელებ ზურას წასვლას… მშვიდობით, მეგობარო, ძალიან მომენატრები!😢ეს სტრიქონები შენ გეკუთვნის.. თბილისი ენატრებოდა, თბილისი ესიზმრებოდა, მოგონებებით ცხოვრობდა და სანთელივით ქრებოდა თბილისის მზეზე ფიქრობდა, სხვა მზე მას აღარ ათბობდა. სანთლად ანთებულ ოცნებას ვერ შეელია, არ თმობდა. მას ნოსტალგია ტანჯავდა, სიზმრადაც თბილისს ხედავდა, გული ტკივილით გაევსო […]
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი. თბილისის აეროპორტში მას მეგობრები, კოლეგები და უახლოესი ადამიანები დახვდნენ. ზურა დოიჯაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისტახის ტაძარში 24-25 თებერვალს გაიმართება. მომღერალს საბურთალოს სასაფლაოზე 25 თებერვალს დაკრძალავენ.