27 მარტი, 2024

ბესიკ ხარანაულის ბრწყინვალე სიტყვები

ბესიკ ხარანაული სამშობლოს  გულისძგერას ერთგულად დარაჯობს და ყველა მნიშვნელოვან ამბავს უძვირფასესი სიტყვებით ეხმიანება:

“კვლავაც უფრო, საქართველო!

ვიღას ახსოვს ჩიტის სტვენა
როცა გათენებულია,
მე ერთი ვარ დაღალული,
ყველა გალხინებულია,
ვიყურები სამშობლოში,
ვხედავ რა დიდებულია,
ყველა განათებულია,
ყველა გაღიმებულია,
ფრთებს შემოვკრავ,
ავფრინდები,
გრძნობა ამაღლებულია,
გადმოვძახებ ჩემს ქვეყანას,
რაკი გაღვიძებულია,
– კვლავაც უფრო,
საქართველო,
საქმე წამოწყებულია,
ქალი ალაღებულია,
კაცი თავაღებულია,
გოგო დაქალებულია,
ვაჟი დახარებულია
ყველა მახე გაგერღვიოს,
გზაზე რაც დაგებულია,
კვლავაც უფრო,
საქართველო,
დარდი უფერებელია,
ხმალი ამოღებულია,
მუშტი მოღერებულია,
ჩიტი ასტვინებულია,
დილა გათენებულია,
კვლავაც უფრო,
საქართველო!
მყავდე გაბრწყინებულია!”