22 აპრილი, 2024

ტარიელ ხარხელაურის მადლობა

გმადლობ! – პოეტი ტარიელ ხარხელაური ცხოვრებაში მთავარ მასწავლებელს – უფალს ლექსს უძღვნის:

“გმადლობ!

მიგზავნი ფერებს უთვალავს,
ნათლით შემოსე ჩემი იერი,
ლოცვა მასწავლე, ლოცვა, უფალო!
რომ დავაპურო სული მშიერი.
დავწერო ლექსი თავისუფალი,
ამასხი რითმა ტანზე ვით სურო,
შენში დამტოვე, შენში,უფალო!
მასწავლე ლოცვა, რომ გიერთგულო.
მე მეშინია,
ჰო, მეშინია,
ღამის უამურ ფიქრებს ვაცილებ,
დღეს ჩემი ლოცვა ისე მწირია,
თავადვე მზარავს რწმენის სიმწირე.
მოდი, უფალო!
შენამდის მოსვლა
მე მოკვდავს უფრო გამიჭირდება,
ლოცვა მასწავლე, უფალო!
ლოცვა –
ამ შეშლილ დროში ლოცვა მჭირდება…”