15 მარტი, 2024

დაუჯერეთ გურამ ქართველიშვილს

მწერალსა და ისტორიკოს გურამ ქართველიშვილს სიმართლის თქმისთვის ბევრი არაკეთილმოსუნრე ჰყავს, თუმცა ეს სულაც არ აშინებს ჭეშმარიტებაზე ხმამაღლა ისაუბროს:

“სოროსული ა ნ ე ქ ს ი ა?

მტრებს ქართული აქვთ გვარები, ხერხია გადაგვარების,
რა საჭიროა ბომბები, ან გამოწვრთნილი ჯარები?
ომს დიდი ხარჯი ჭირდება, დასაპყრობ მიწას აკლება,
გადაგვარების ხერხი სჯობს, ხარჯიანია ნაკლებად,
ფული ატაკე კბილებში, მოღალატეთა ჯარია,
იხვეწებიან მონობას, ადვილად მოსახმარია,
ზოგს ანაფორა ჩააცვი, ზოგს სამთავრობო მანტია,
შექმენი მათგან ათასი, უქმად მოლაყბე პარტია,
ბავშვების ტვინი მიანდე, გადაგვარების ,,მაესტროს”,
რომ ერი თავის მომავალს ვეღარასდროს ვერ დაესწროს,
ცრუ ქადაგება ასმინე, გამოუშტერე აზრები,
დახურე დიდი სკოლები, გახსენი ყველგან ბაზრები,
ნარკოტიკული კლუბები, ათასი ჯურის აბებით,
ქალებს ჩააცვი შარვლები, ვაჟებს ჩააცვი კაბები,
დაცალე ქალაქ – სოფლები, გაავსე ემიგრაცია,
რომ თავის მიწას მოშორდეს აბორიგენი ნაცია,
თუ რამე ტრადიცია აქვს, გაუბახე და დასცინე,
ერის ნაღები მოქრთამე, სიჩუმის გამო არჩინე,
უფრო იაფად გამოხვალ, სუფთა გექნება სახელი,
მასალა მეტად კარგი გყავს, ბედოვლათია ქართველი…”