25 მარტი, 2024

გია ნიკოლაძის უძვირფასესი სიტყვები

კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი გია ნიკოლაძე უძვირფასეს სიტყვებს გვიზიარებს:

“ყოფა რომ ჯოჯოხეთია
ამას არ უნდა ახსნა!
ქრისტე იმიტომ მოვიდა,
რომ გვჭირდებოდა დახსნა!

ჩვენ კი გავკიცხეთ!ვაწამეთ!
ჯვარი დავადგით მხარზე!
ოცდაათ ვერცხლად გავყიდეთ
და გა(რ)დავცვალეთ ჯვარზე!

დღესაც იგივე გრძელდება,
კვლავაც ეშმაკი შეფობს,
ყველას კვლავ ჯვარით აშინებს
და შიშის ძალით მეფობს!

კვლავ ძველებურად გრძელდება
დამახინჯება სიტყვის
და კვლავაც ჯვარზე აცვამენ,
ვინც კი სიმართლეს იტყვის!”