ხმა მიეცით ნათია თოდუას

ხმა მიეცით ნათია თოდუასნათია თოდუამ გერმანულ “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა და პირველივე წუთზე ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.

მომღერალს ახლა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდება.

გერმანული “ვოისის” ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია 11 კონკურსანტის ფოტო და მათთვის ხმის მიცემა დაწყებულია.

ქართველი კონკურსანტი ნათია თოდუა მესამე ადგილს იკავებს. ხმა მიეცით ნათიას და დაეხმარეთ მას ლიდერობის მოპოვებაში.