26 ოქტომბერი, 2017

“ეძღვნება შვილებს!”

– მშობლებმა ვასწავლოთ შვილებს რა არის ნამდვილი სიყვარული… – აცხადებს მომღერალი ნინო ბაშარული:

“გოგოს და ბიჭის სიყვარული ერთმანეთით ტკბობის ფილოსოფიაა.

სიყვარული არ უნდა მოიაზრებოდეს ადამიანებისგან როგორც სექსუალური აქტი, ვნება და ცხოველური ინსტიქტები.ნამდვილი სიყვარული შეხების ფილოსოფიაა, სადაც პირველი და უმთავრესი ორი სულის ურთიერთამბორი და ერთმანეთის სამყაროების აღმოჩენა და შეყვარებაა …

იქ, სადაც მხოლოდ ვნებაა, სექსუალური კავშირის შემდეგ უდიდესი სიცარიელე რჩება… სიცარიელე კი არაფრისგან და უაზრობისგან წარმოიშვება.

სამწუხაროა, რომ დღეს 99 პროცენტს აღარ ესმის ნამდვილი სიყვარულის და გადასული არიან მაპატიეთ და “ქინძაობაზე”, რაც პირადად ჩემთვის გულისამრევია…წარმოუდგენელი…

ორი ბიჭის დედა ვარ და გულით მინდა რომ ჩემმა ბიჭებმა (შვილებმა) გაიგონ ნამდვილი სიყვარულის გემო… რომ არ დაიბნნენ, როდესაც მათ კისერზე ჩამოეკონწიალებიან ლამაზმანი გოგოები და მეორე შეხვედრაზე დაუფიქრებლად ლოგინში ჩაუხტებიან… რა თქმა უნდა, ისინი საჭირონი არიან. მათ თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ მუდამ, მაგრამ მსურს ჩემმა შვილებმა, ინტერესი გამოიჩინონ და იბრძოლონ ისეთი ქალებისთვის, რომლებსაც ჯერ სულის დანახვა სურთ მამაკაცში და შემდგომ მათთან ერთად ერთ სულად და სხეულად გარდაქმნა…

საყვარელი ადამიანი როგორც წიგნი, ისე უნდა წაიკითხო და შუა წიგნიდან უნდა დაიწყოს ის ბობოქარი, თავდავიწყებული სიყვარული, რომელიც მათ ცხოვრების ბოლომდე გამოკვებავს…

თუ დაკვირვებიხართ, მამაკაცებს, რომლებიც ქალის გულის მოსაგებად თავაწყვეტილი იბრძოდნენ და მთებს გადადგამდნენ ლამის, სიცოცხლის ბოლომდე ახსოვთ ის სიყვარული, რადგან ქვეცნობიერში ასეთმა ქალმა გაწრთვნა და გამოზარდა მათში ნამდვილ მამაკაცი და ის ყველგან და ყოველთვის საიმედო მეგზურია…

შემოქმედმა შეგვქმნა ჩვენ, მაგრამ ქალ-ვაჟის ურთიერთობაში მხოლოდ ნამდვილ ქალს შეუძლია შექმნას ნამდვილი მამაკაცი. უბრალო – გადააქციოს ყოვლისშემძლედ.

თუ ასეთ გრძნობას იგემებ, ის უდიდესი სტიმული და ინსპირაციაა წარმატებებისთვის…
მშობლებმა ვასწავლოთ შვილებს რა არის ნამდვილი სიყვარული…

რომ კაცმა, პატარა მცდელობაზე ღირსეულ ქალზე არ თქვას, ერთი მაგის დედაც, არ უნდა ნუ უნდა…
ქალმა კი მამაკაცის გულგრილობა ვერ აიტანოს და მისი გულის მოსაგებად თავისი სხეული მიუგდოს საჯიჯგნად…

სიყვარულის ფილოსოფია მარტივია. დიდ დროს არ მოითხოვს. თუ ფიქრობთ, რომ დროში გაწელილი ამბავია და ამდენი დრო არ გაქვთ, მაშინ არ შეგწევთ უნარი არც ოცნების და არც ნამდვილი სიხარულის!

ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ მას გააჩნია წარმოსახვა და ოცნება!

ეძღვნება შვილებს!”