კატეგორია: მოდა

ცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი დემნა გვასალიას ქურთუკში

ცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი დემნა გვასალიას ქურთუკში

ცნობილი ამერიკელი რეპერი ლილ უეინი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ქურთუკში წარსდგა მსმენელის წინაშე Pot of Gold-ის მუსიკალურ ფესტივალზე არიზონაში. დემნას მიერ გამოშვებულმა ჯინსის ქურთუკმა წარწერით “შოთა, ვაჟა გალაკტიონი” დიდი ინტერესი გამოიწვია. ქართველებმა დემნას ყველაზე დიდი პატრიოტი უწოდეს. ქურთუკს მარცხენა მკლავზე გალაკტიონის “მე და ღამე” აწერია, მარჯვენაზე კი – სოხუმი 93. დემნას დიზაინით შემქნილი ჯინსის ქურთუკი […]

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბაში

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას კაბაში

ოსკარის მფლობელი მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას სამოსში პოზირებს. მომღერალმა დიზაინერის უახლესი კოლექციიდან შავი კაბა შეარჩია და მასში გადაღებული ფოტო ინტერნეტში გაავრცელა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლედი გაგას თამუნა ინგოროყვას სამოსი აცვია. მომღერალი კარგად იცნობს ქართველი დიზაინერების შემოქმედებას და თამუნა ინგოროყვას სამოსის გარდა, ავთანდილის და გიორგი ქებურიას ნამუშევრებსაც ხშირად იცვამს.

ბერა და კახა კალაძე რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაში

ბერა და კახა კალაძე რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაში

მომღერალი ბერა ივანიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების საუკეთესო 50-ეულში მოხვდნენ. საუკეთესოთა რეიტინგი GQ-მ გამოაქვეყნა და მასში წარმოდგენილი არიან რუსი სპორტსმენები, მედიამენეჯერები, რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, ტელეწამყვანები, ბიზნესმენები, მოდელები, მწერლები, პროდიუსერები… ბერა ივანიშვილი საუკეთესო 50-ეულში მეცხრე ადგილზეა, კახა კალაძე კი მეექვსე ადგილს იკავებს. მათთან ერთად ამ ჩამონათვალში მოხვდა კიდევ ერთი ქართველი – […]

ღორის გრიპი დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში

ღორის გრიპი დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში

ღორის გრიპი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში საპატიო ტიტულით აღმოჩნდა. პარიზში გამართულ ჩვენებაზე წარმოდგენილი მაისურები, რომლებიც შემოდგომა-ზამთრის 2019 წლის სეზონისთვის დამზადდა, დამშვენებულია წარწერით: “ღორის გრიპს გადავურჩი ამიტომ ახლა ვეგანი ვარ.”

ნინი გოგიჩაიშვილი “მის საქართველო 2018” გახდა

ნინი გოგიჩაიშვილი "მის საქართველო 2018" გახდა

მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი “მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ვიცე მის საქართველოდ კი თაკო ადამია დასახელდა. სილამაზის კონკურსს სამოდელო სააგენტო “იმიჯ ცენტრი” 2003 წლიდან ატარებს. წელს კონკურსში მონაწილეობას 20 გოგონა იღებდა: ნინი გოგიჩაიშვილი, თაკო ხარაზიშვილი, თაკო ადამია, სალომე მხეცაძე, ნინუცა როსტიაშვილი, ნინი მუზაშვილი, ნინი ბურნაძე, ნინი ჯულაყიძე, ნატალი გოგავა, ნატალი თოდაძე, ნანუკა ქაშიბაძე, […]

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე კოლეგას, ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს. საუბარია დემნას მიერ შექმნილ ყვითელ კაბაზე, რომელიც მიშელ ობამას ეცვა. ეს კაბა დემნას გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექციიდანაა და ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. ავთანდილი ავრცელებს 2017 წელს შექმნილი კოლექციიდან წითელი კაბის ფოტოს და დემნას პლაგიატში ადანაშაულებს. ავთანდილი: “ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017-ში, […]

მიშელ ობამა დემნა გვასალიას სამოსში

მიშელ ობამა დემნა გვასალიას სამოსში

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა ბრუკლინში ახალი წიგნის წარდგენაზე ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კაბასა და ჩექმებში გამოცხადდა. ყვითელი კაბა, რომელიც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ისინი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა და 4000 დოლარი ღირს.

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბრენდის VETEMENTS გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ახალი კოლექციის ჩვენება 17 იანვარს გაიმართება. ქართველმა დიზაინერმა ახალი კოლექციის ჩვენება სოციალურ ქსელში მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია. დემნამ თავისი ორიგინალური კოლექციებით კარგა ხანია მსოფლიო მოდის სამყარო აალაპარაკა, ამიტომაც მის ახალ კოსტიუმებს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

გაიცანით უხუცესი ქართველი მოდელები

გაიცანით უხუცესი ქართველი მოდელები

ლამარა ბებო 83 წლის და ანჟელა ბებო 90 წლის – ეს ქალბატონები უხუცესი ქართველი მოდელები არიან.მათ ფოტოგრაფ გიგა გვერდწითელის კამერის წინ იპოზიორეს. გაუთბე სიბერე – ამ მოწოდებით დიზაინერმა მეგი გაბუნიამ მოხუცები თავისი ბრენდის კამპანიაში ჩართო: “გადავწყვიტეთ უსაყვარლესი მოხუცები ჩაგვერთო ბრენდის კამპანიაში და დაუვიწყარი მომენტები გვეჩუქებინა მათთვის. შედეგად მივიღეთ ყველაზე პოზიტიური ფოტოსესია, მათი მხიარული და სევდიანი […]

დემნა გვასალიას შექმნილი კედი ვოგისთვის პირველია

დემნა გვასალიას შექმნილი კედი ვოგისთვის პირველია

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის სეზონისთვის შექმნილი კედი პარიზმის ვოგიმ საუკეთესოდ დაასახელა. პარიზის ვოგის საიტზე გამოქვეყნდა მამაკაცებისთვის შექმნილი 27 საუკეთესო კედი, რომელიც დიზაინერებმა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის შექმნეს. ვოგმა პირველ ადგილზე ვეტმანის მიერ შექმნილი მოდელი დაასახელა, რომლის ავტორიც დემნა გვასალიაა.